დახურვა
დახურვა
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა მცხეთაზეა, ის ამავდროულად მთელ საქართველოზეა

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „ქალაქური თერაპიის“ სტუმრები მომღერალი დათო არჩვაძე და მამა პეტრე კოლხი იყვნენ, რომლებმაც მსმენელს მათი ახალი სიმღერა წარუდგინეს.

სიმღერის კომპოზიტორი დათო არჩვაძეა, ლექსი ყველასთვის საყვარელ მამა პეტრე კოლხს ეკუთვნის, ხოლო სიმღერას სვეტიცხოველის ტაძრის მგალობელ გუნდთან ერთად მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებს. 

კომპოზიციამ გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სიმღერის ავტორებს უამრავი ადამიანი აღფთოვანებული წერდა, მათ შორის ემიგრანტებიც, რომლებმაც სიმღერა დიდი სიყვარულით მიიღეს: „ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ სიმღერის ჩაწერა შედგა და ძალიან ბედნიერები ვართ“.

მამა პეტრე, როგორც აღმოჩნდა, დათო არჩვაძის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარია, ამბობს, რომ ახლა მომღერლის კარიერაში განსხვავებული და გამორჩეული ეტაპია: „ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, ჩემი და დათოს შემოქმედება ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან“.

დათო არჩვაძის აზრით, შექმნა სიმღერა მცხეთაზე ძალიან რთულია, რომ არა მასთან მისული უეცარი მუზა, ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა - „ეს იყო სულიდან ამოსული მუსიკა, რომელიც ჩემთან მოულოდნელად მოვიდა“.

კომპოზიტორს  მომღერლის შერჩევა არ გასჭირვებია, რადგან კომპოზიციის შექმნის პროცესშივე იცოდა, რომ თამრიკო ჭოხონელიძის ხმა სიმღერას ყველაზე მეტად დაამშვენებდა.

დათო არჩვაძისა და მამა პეტრეს მუსიკალური თანამშრომლობა ამ კომპოზიციის შექმნით არ სრულდება, ისინი ახლო მომავალში მამა პეტრეს მშობლიურ ქალაქზე, წალენჯიხაზე სიმღერის დაწერასაც აპირებენ.

და ბოლოს, გამომდინარე იქედან, რომ მცხეთაზე სიმღერა ყველას ძალიან მოეწონა, არაა გამორიცხული ის მალევე გახდეს მცხეთის ჰიმნი, მაგრამ როგორც გადაცემის სტუმრები ამბობენ, ეს ოდნავ შორეული პერსპექტივაა. 

შეგახსენებთ, რომ „ქალაქური თერაპია“ არის გადაცემა, რომლის მეშვეობითაც მსმენელი ახალი სიმღერის პრემიერებს მოუსმენს. 

მარიამ ნებიერიძე

2017 წელი. რადიო "დარდიმანდი"


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00