დახურვა
დახურვა
სიმღერის დროს არასდროს ვღელავ

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულს“ ყველასთვის საყვარელი ქართველიმომღერალი ირმა სოხაძე სტუმრობდა.

სიმღერა ორი წლის ასაკში, ლაპარაკთან ერთად, სახლში დაიწყო, გახარებულმა მამამ მას უამრავისიმღერა შეასწავლა, ოდნავ მოგვიანებით, ოთხი წლის ასაკში, „გეპეის ორკესტრთან“ ერთად მღეროდა, რვა წლის ასაკში კი მისი პირველი სოლო კონცერტი შედგა.

მომღერალი დღემდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, გახლავთ მრავალი სატელევიზიო,საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ასი საესტრადო სიმღერისავტორი.

სიმღერასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ირმა სოხაძე კარგადაც ხატავს, უფრომეტიც, კონსერვატორიაში ჩაბარებამდე ბევრი იფიქრა, რომელი გზა აერჩია საბოლოოდ. თვლის,რომ დამატებითი უნარები ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელს უშლის: „ჩემ შემთხვევაში, მგონი, გამიმართლა და იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი“.

სიმღერის დროს არასდროს ღელავს, ეს მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, სცენაზე გასვლასყოველთვის მოუთმენლად ელოდება. იუმორით იხსენებს პირველ ჰონორარს, როცადაგროვებული თანხით პირველი მანქანა შეიძინა.

მომღერლის აზრით, აუცილებელია დღევანდელმა ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ და მეტადმოუსმინონ ქართულ სიმღერებს, წუხს იმაზე, რომ ქართულ ტელესივრცეში ამის საშუალება არარის: „საზოგადოებას ქართული მუსიკა აკლია და კარგი იქნება თუ ეს დანაკლისი შეივსება,მარტივად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ადგილი არ არის, სადაც ვიმღერებთ“.

მომღერალი კომპოზიტორთა კავშირის წევრია, ამბობს, რომ უამრავი ახალგაზრდა კომპოზიტორიარაჩვეულებრივ სიმღერებს წერს, რომელთა  გაჟღერების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. ამასთანთვლის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წყვეტენ როგორი სიმღერები თუ გადაცემები უნდაგავიდეს ეთერში.

რაც შეეხება მეგობრებს, ისინი მომღერლის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ, მისი საუკეთესომეგობრები მისი კლასელები არიან და ამაყობს, რომ ამდენწლიანი ურთიერთობა დღემდეშეინარჩუნა.

შემსრულებელს სამომავლოდ დიდი მუსიკალური გეგმები აქვს, რომელთა დეტალების გამხელაზეთავი შეიკავა, თუმცა ერთი ვიცით, მომღერლის ერთგული მსმენელი გაზაფხულზე ირმა სოხაძისორ დიდ პროექტს იხილავს.

გადაცემის მსვლელობის დრო მსმენელს საშუალება ჰქონდა საყვარელი შემსრულებლის ცოცხლადნამღერი კომპოზიციები მოესმინა.

გადაცემის ბოლოს, კი მისი ფორმატიდან გამომდინარე სტუმარი ბლიც კითხვებს პასუხობდა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ .

ტყუილი გამართლებულია - როდესაც სიმართლე გულსატკენია.

ყველაზე მშვიდად ვარ, როცა - სახლში ვარ.

ხშირად რისკავთ? - არა.

როგორი ხასიათი აქვს ირმა სოხაძეს - მშვიდი.

რა არის თქვენთვის თავისუფლება - მარტივი სურვილების ასრულება.

გარკვეული დროის შემდეგ როგორი გსურთ, რომ ადამიანებს ახსოვდეთ? - ისეთი, როგორიც ვარ.

მოვლენა, რომელმაც რადიკალურად შემცვალა - ბევრ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობამ.

რაზე ფიქრობთ ყველაზე მეტად - მშვიდობაზე.

რა არის თქვენთვის დრო - რომელიც მალე მირბის.

რა გენატრება ყველაზე მეტად - ბავშვობა.

ყველაზე დიდი მიღწევა - ხალხს რომ ვუყვარვარ.

მთავარი თვისებები წარმატების მისაღწევად - უკომპრომისობა და სიმართლის სიუვარული.

ათი ქულიდან რამდენით შეაფასებდით თქვენს ბედნიერებას? - ძალიან მაღალი ქულით.

 


მარიამ ნებიერიძე

2017 წელი. რადიო "დარდიმანდი"
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00