დახურვა
დახურვა
მეგობრებისთვის დღემდე მანანა ვარ
ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი რადიო „დარდიმანდის“გადაცემა „დასელფე“ - ს სტუმრობდა. 

არტისტმა გადაცემის მსვლელობის დროს თავისი ცნობილი კინო როლები გაიხსენა. ფილმი „მანანას“ გამოსვლის დღიდან მსახიობს თავის სახელს აღარავინ ეძახდა: „ჩემი მეგობრებისთვის დღემდე მანანა ვარ, უცხო ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მცნობენ, ისინიც მანანას მეძახიან“.

შემდეგი იყო „ვერის უბნის მელოდიები“ და ყველასთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟი ტურფა, რომელიც მსახიობს დღემდე უყვარს, იხსენებს, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა ლეგენდარულ მსახიობთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ამ ტიპის როლის თამაში: „შემრცხვა, მერიდებოდა, ბატონმა რამაზმა კი უცებ დამიძახა : მოდი, დაჯექი, ახლა ისეთი დაღლილი ვარ შენი კი არა ნატაშკას (ცოლი) თავი არ მაქვსო“. მსახიობი ტურფას როლზე მამამ მიიყვანა, იხსენებს, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ნათესავები მამამის საყვედურობდნენ, ასეთ როლზე როგორ ათამაშეო. 

მსახიობს ნომინაცია „ქალის საუკეთესო როლი“ და ჯილდო „ოქროს არწივი“ მოუტანა ფილმ „გარიგებაში“ შესრულებულმა მთავარმა როლმა: „ფილმის რეჟისორმა მოულოდნელად დამირეკა და მითხრა მთავარ როლზე დაგამტკიცეო, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა“. 

დღესდღეობით მსახიობთან ერთად, არც ზემოთხსენებული ფილმები კარგავენ აქტუალობას, უფრო მეტიც, „მანანა“, „ვერის უბნის მელოდიები“, „გარიგება“ არის ფილმები, რომელიც ყველა ქართველს ძალიან უყვარს. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „დასელფე“ ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე, რადიო 
„დარდიმანდის“ ეთერში გადის.

მარიამ ნებიერიძე

2017 წელი. რადიო“დარდიმანდი“

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00