დახურვა
დახურვა
ახალი სიმღერის პრემიერა (ვიდეო)
გადაცემის სტუმარი მუსიკოსი ბეჟან წინწალაშვილი გახლდათ, მას ქართველი მსმენელი ჯგუფ „ქართველოდან“ იცნობს. ის ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელია.

ამ ჯერად კი,  მუსიკოსი მსმენელის წინაშე სოლო მომღერლის ამპლუაში, ახალი სიმღერის პრემიერით წარსდგა. კომპოზიცია სახელწოდებით „თუ გიყვარს“ სიყვარულს და ყველა კარგ, დადებით ემოციას ეძღვნება. ტექსტის ავტორი პოეტი ნანა მეფარიშვილია, კლიპისთვის კი მომღერალმა საკუთარი ჯვრისწერის კადრები გამოიყენა : „ეს სიმღერა ჩემს ჯვრისწერას და ცხოვრების ახალ ეტაპს მივუძღვენი“. 

მუსიკოსი ანსამბლ Geo Folk Tour-ის ერთ-ერთი წევრია. ქართველმა მაყურებელმა ანსამბლი უფრო კარგად მას შემდეგ  გაიცნო, რაც Geo Folk Tour-ისა და მომღერალ ბერა ივანიშვილის საახალწლო კლიპი ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. კლიპში საახალწლო სიმღერები ქართული ინტერპრეტაციით არის თავმოყრილი. იდეა ბერა ივანიშვილს ეკუთვნის : „როცა შემოთავაზება მივიღეთ ძალიან გაგვეხარდა და რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით“. 

აღნიშნული კლიპი, როგორც ჩანს, ქართველ და არა მარტო ქართველ მსმენელს ძალინ მოეწონა, ვიდეომ გამოსვლისთანვე  რამდენიმე მილიონიანი ნახვა დააგროვა. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ქაპაქური თერაპია“ სამშაბათობით რადიო დარდიმანდის ეთერში გადის.


მარიამ ნებიერიძე

2017 წელი. რადიო „დარდიმანდი“

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00