დახურვა
დახურვა
თუ შემოქმედი ხარ, ამას დაბადებიდანვე უნდა გრძნობდე (ვიდეო)

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა  „შესანიშნავ შვიდეულს“ ყველასთვის საყვარელი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე სტუმრობდა. 

დიზაინერმა მის პროფესიაში ბოლო დროს განვითარებულ სიახლეებზე, ახალ კოლექციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ბოლო ხანებში ავთანდილი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მისი დიზაინით შექმნილი კაბა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ მოირგო : „მას შემდეგ რაც ახალი კოლექციის ფოტოები საიტზე განვათავსეთ მომღერლის სტილისტები დაგვიკავშირდნენ და რამდენიმე ლუქის გაგზავნა გვთხოვეს, ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვიყავით“. 

ამბობს, რომ თუ მხატვარი და შემოქმედი ხარ, ამას დაბადებიდანვე უნდა გრძნობდე, მან იუმორით გაიხსენა ტანისამოსის შეკერვის პირველი მცდელობები : “დედაჩემის ძველებური საკერავი მანქანა მქონდა, სამზარეულოში ფარდები ჩამოვხსენი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა როგორ დამეჭრა, მამაჩემის პერანგიც დავჭერი და ფარდას გადავაკერე“. (იცინის)

ავთანდილმა პირველი მაღაზია მაშინ გახსნა, როცა ადამიანებს ცხოვრების გახალისებისთვის ახალი, მოდური და რაც მთავარია, განსხვავებული ტანისამოსი სჭირდებოდათ : “ეს იყო დიდი ნაბიჯი ჩემს პროფესიაში, მახსოვს, მაღაზიის წინ ადამიანთა რიგები არ წყდებოდა“.

პირველი მაღაზიის გახსნა კი ის პერიოდია, როცა დიზაინერი მთლიანად თავის კარიერაში იყო ჩაფლული და როგორც თავად ამბობს, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩებოდა, თუმცა დღემდე ახსოვს ის დღე, როცა მისმა მეუღლემ მაღაზიის კარი შეაღო და მასთან, როგორc რიგითი კლიენტი ისე მივიდა. : „დღემდე ნამდვილი წყვილი ვართ, ერთი მთლიანობა, ერთმანეთს განვითარებაში ხელს არ ვუშლით და ეს მთავარია“.

მამის ამპლუაში თავს ბედნიერად გრძნობს, შვილთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს და თვლის, რომ მთავარია მშობელსა და შვილს შორის გაუცხოება არ მოხდეს.

რაც შეეხება მის ახალ კოლექციას, მასში უამრავი წითელი ფერის, სხვადასხვა დიზაინის კაბები იქნება: „ჩემს ახალ კოლექციაში თქვენთვის მისაღები და სასურველი ტანისამოსი იქნება, ამისთვის ბევრს ვშრომობ“. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილმა  რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ახალი მაღაზია გახსნა, სულ მალე კი ფაბრიკის მშენებლობასაც დაასრულებს : „ადამიანებს გონიათ, რომ წარმატებულ პიროვნებას აღარ სჭირდება სტიმული, ეს ასე არაა, მუდმივი წახალისება და შეხსენება, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთო, ყველას სჭირდება“. 

დიზაინერმა გადაცემის ბოლოს ბლიც კითხვებს უპასუხა.

როგორი ხასიათი აქვს ავთო ქცვიტინიძეს - ძალიან კარგი.

მისაბაძი ადამიანი - არ მყავს.

საყვარელი ფერი - შავი.

უცნაური ჩვევა - ყველაფერს ბევრჯერ ვამოწმებ.

როგორ  წარმოგიდგენია თავი ოცი წლის შემდეგ - ისეთი, როგორიც ვარ ახლა.

ტყუილი გამართლებულია, როცა? - არაფერს გიშავებს.

მოვლენა, რომელმაც შეგცვალა - ჩემი შვილის დაბადება. 


გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს რადიო დარდიმანდის ეთერში გადის. 


მარიამ ნეიერიძე. 

2017 წელი. რადიო “დარდიმანდი“.


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00