დახურვა
დახურვა
ძაღლის წელიწადი მიწის სტიქიის ნიშანია (ვიდეო)

რადიო „დარდიმანდის“ გადაცემას „ეს თბილისია“ ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრობდა. 

მან მოახლოებულ ძაღლის წელზე, საახალწლო სუფრის ტრადიციებზე, აღმოსავლურ და დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებზე ისაუბრა. 

ძაღლის წელიწადი მიწის სტიქიის ნიშანია, ის უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობის გარანტია, ძაღლი ერთგულია და ჩვენგანაც იგივეს მოითხოვს, აქვს კონსერვატიული ხასიათი და რაც მთავარია, სამართლიანობის მთავარი სიმბოლოა. 

ძაღლი საუკეთესო მეოჯახეა, ამიტომ 2018 წელი სერიოზული, საქორწილო ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, უფრო მეტიც, წელს შექმნილი ოჯახები გაცილებით მყარი და სტაბილური იქნება სხვა წელიწადში შექმნილი ოჯახებისგან განსხვავებით. 

იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ძაღლსა და მის ენერგიებს, 2018 წელს ორი აუცილებელი სიმბოლო უნდა დავახვედროთ, ესენია ძაღლის და მამლის გამოსახულებები : „მამლის გამოსახულება აუცილებელია, რადგან ჯერ ისევ მამლის წელიწადია და არ უნდა გავანაწყენოთ, ძაღლს პატარა ძვალი, ხოლო მამალს ცოტაოდენი საკენკი უნდა დავუყაროთ“ - აღნიშნა ასტროლოგმა.

რაც შეეხება მეკვლეს, მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, რომ ძაღლი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის არ გყავთ, საკმარისია მეკვლეს ხელში სათამაშო ძაღლი ეჭიროს, ამასთან ასტროლოგმა ნაძვის ხის მორთვის რიტუალზეც ვრცლად ისაუბრა : “ გამომდინარე იქედან, რომ ყვითელი ძაღლის წელი მოდის. სასურველია, ნაძვის ხის სათამაშოები ყვითელ და ოქროსფერ ფერებში იყოს გაწყობილი, ნაძვის ხის გვერდით აუცილებელია ჩიჩილაკი და მანდარინი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლო გახლავთ, მათ გვერძე კარგი იქნება თუ იდება ატმის ტოტი, ის სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება,  მათთან ერთად აუცილებელია მზესუმზირა და მისი ტოტი, მზესუმზირა  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარი წინაპირობაა“ .

ასტროლოგმა აღმოსავლურ ნიშნებზეც ისაუბრა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე წარმატებული წელი მორიელებს ექნებათ, თევზებსაც არა ნაკლებ გაუმართლებს ამ წელს, მათ 2018 წელი აძლევს შესაძლელობას ახლებურად წარმოაჩინონ მათი უნარები. რაც შეეხება კუროებს და სასწორებს, მათ დიდი შანსი აქვთ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესონ, კარგი წელი იქნება კირჩხიბებისთვისაც. ახალ გამოწვევებს წააწყდებიან, ლომები, ტყუპები და მშვილდოსნები თუ მათთვის დამახასიათებელ სულსწრაფობას და შინაგან მერყეობას არ გამოავლენენ,  წარმატებები ელოდებათ. წლის პირველი ნახევარი მეტად წარმატებული იქნება მერწყულებისთვისაც, ამიტომ კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საქმეებს აგვისტოს ბოლომდე გააკეთებენ . წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ქალწული გახლავთ, წარმატება გარანტირებულია, თუ ის მეტად ჩაუღრმავდება და გაერკვევა სულიერ საკითხებში, უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა. 

ასტროლოგის თქმით, საკმაოდ რთული წელი ექნებათ თხის რქებს, მიხეილ ცაგარელის მთავარი რჩევაა, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვებულობა გამოიჩინოს: „თხის რქაში ოთხი ბოროტი პლანეტაა თავმოყრილი, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ურთიერთობა იქონიეთ ბუნებასთან და საყვარელ ადამიანებთან“. 

რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, ყველაზე წარმატებული წელი თავად ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს ექნებათ : „მათთვისაც კი აუცილებელია ცხოვრებაში სიახლეების შეტანა და რაღაც ახლის დაწყება“.  ძაღლის წელი ასევე კარგია : ვირთხის, ცხენის და ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანებისთვისაც. ხარის და თხის წელში დაბადებული ადამიანებისთვის ოდნავ რთული წელიწადია, თუმცა გარკვეული წარმატება შესაძლებელია. 

გადაცემის ბოლოს ასტროლოგმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წელს ქვეყანამ ეროვნული ინტერესები წინა პლანზე უნდა დააყენოს და წარმატება გარანტირებულია. 

საბოლოოდ, კი მიხეილ ცაგარელმა გვირჩია საკუთარ თავებში ვიპოვოთ ბალანსი და ნაკლები აგრესია გამოვავლინოთ იმ სფეროების მიმართ, სადაც წარმატებას ვერ მივაღწევთ : „ყველა წარუმატებლობა კოსმიური გამოცდაა და მომზადებულები უნდა შევხვდეთ“. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ეს თბილისია“ ყოველ ორშაბათს, რადიო დარდიმანდის პირდაპირ ეთერში გადის. 


მარიამ ნებიერიძე. 

2017 წელი. რადიო "დარდიმანდი".


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00