დახურვა
დახურვა
ვერც კი ვნატრობდი, იმდენად შეუძლებლად მიმაჩნდა (ვიდეო)

რადიო „დარდიმანდის“ სეზონის ბოლო გადაცემის „შესანიშნავი შვიდეულის“ სტუმარი ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე გახლდათ.

მომღერალმა თავის ბავშვობაზე, კარიერაში პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

გამომდინარე იქედან, რომ ახალი წელი ახლოვდება მომღერალი ამ თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული ბავშვობაში განსაკუთრებულად უყვარდა: „პირველი დეკემბრიდან ვიწყებდი წინა საახალწლო მზადებას, ჩემი მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ახალი წელი ჩემთვის ჯადოსნური დღესასწაული ყოფილიყო, იგი დღემდე მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები“. 

მომღერალი ბავშვობაში სიცელქით არ გამოირჩეოდა, ამბობს, რომ დინჯი და წყნარი ბავშვი იყო, უყვარდა სიმღერა და პიონერთა სასახლის ვოკალურ ჯგუფშიც მღეროდა, დღემდე უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა და კლასიკური მუსიკა. 

ბავშვობაშივე ბევრს ოცნებობდა სიმღერის ჩაწერაზე, თუმცა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა: „ვერც კი ვნატრობდი, იმდენად შეუძლებლად მიმაჩნდა“. მომღერლის პირველ ნაბიჯებად სტუდენტურ დღეებზე შესრულებული სიმღერა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ქართულ ხმებთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე შეასრულა, თუმცა რაც შეეხება პირველ სტუდიურ ჩანაწერს, ის ოდნავ მოგვიანებით წარადგინა მსმენელის წინაშე: ”სიმღერა სახელწოდებით „ჩემი გული შენია“ ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძეს ეკუთვნის, ეს კომპოზიცია სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა და ძალიან ამაყი ვიყავი, ბევრი არ მინერვიულია, რადგან ქალბატონ მაცაცოს მთლიანად ვენდობოდი, ჩავწერეთ სიმღერაც და კლიპიც გადავიღეთ“. 

ნინო ჩხეიძე პროფესიით ჟურნალისტი გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ კარიერაში მთლიანად ჩაფლულია, მაინც ახერხებს პროფესიით მუშაობას, გახლდათ პოპულარული მუსიკალური პროექტის „საქართველოს ფანოღის“ იდეის ავტორი და შემქმნელი, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში გადიოდა. სამომავლოდ ამ კუთხით სხვა სიახლეებსაც გეგმავს. 

ნინო ჩხეიძე, როგორც დედა ცდილობს მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად თავისუფალი დრო არ აქვს, თუმცა ამის გამო შვილისგან საყვედური არასდროს მიუღია : „გულის სიღრმეში, ალბათ, გული წყდება ერთად ბევრ დროს რომ ვერ ვატარებთ, თუმცა საყვედური არასდროს უთქვამს“.

პროფესიიდან გამომდინარე უწევს მუდმივად კარგ ფორმაში იყოს, თვლის რომ თუ გინდა კარგად გამოიყურებოდე მთავარი კარგი შინაგანი განწყობაა, რაც შეეხება დიეტებს, როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ თავი დაანება და თვლის, რომ ზომიერებაც საკმარისია. 

სულ ცოტა ხნის წინ, ერთგულ მსმენელს მომღერალი დიზაინერის ამპლუაშიც მოევლინა, კერძოდ, ნინო ჩხეიძე სხვადასხვა დიზაინის, ირიგინალურ ქუდებს ქმნის და უფრო მეტიც, სამომავლოდ ტანისამოსის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს. 

წინა საახალწლოდ მომღერალმა მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტიც ჩაწერა, რომლის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში შედგა. იანვრის ბოლოს კი, აპირებს რიგირთ მეთექვსმეტე ალბომი გამოუშვას. 

გადაცემის ბოლოს სტუმარმა, ბლიც კითხვებსაც უპასუხა.

როგორი ხასიათი აქვს ნინო ჩხეიძეს? - საშუალო.
ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი - ჩემი შვილის დაბადება.
ვის რჩევებს ითვალისინებ ყველაზე მეტად? - ჩემი მეუღლის.
მთავარი თვისებები წარმატების მისაღწევად? - შრომისმოყვარეობა, სილაღე და ხალისი.
ადვილად პატიობ? - კი.
ქართული ტრადიცია, რომელიც არ მოგწონს? - სადღეგრძელოები.
გადაწყვეტილებას რთულად იღებ? - მარტივარ. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ მომავალი სეზონიდან კვლავ რადიო დარდიმანდის ეთერში დაბრუნდება. 

მარიამ ნებიერიძე. 

2017 წელი. რადიო „დარდიმანდი“.






გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00