დახურვა
დახურვა
ახალი გადაცემა რადიო დარდიმანდზე (ვიდეო)
რადიო „დარდიმანდზე“ ახალი კულინარიული გადაცემა „მარილი გემოვნებით“დაიწყო. გადაცემის წამყვანი ყველასთვის საყვარელი მსახიობი თათული ედიშერაშვილია

გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე, ეთერში საუბარი
სამზარეულოზე, კერძებსა და სხვადასხვა კუთხის კულინარიულ ტრადიციებზე იქნება. გადაცემას ეყოლება ცნობილი სტუმარი, რომელიც მსმენელს თავის გამოცდილებას გაუზიარებს და მისთვის საყვარელი კერძის თავისეულ რეცეპტს წარმოუდგენს.

წამყვანი ასევე გაგვახსენებს შედარებით მივიწყებულ, ქართულ კერძებსა და მათ ახლებულ ვარიანტსაც შემოგვთავაზებს.

გეტყვით იმასაც, რომ პირველი გადაცემა ეთერში უკვე გავიდა  და მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა, რაც შეეხება გადაცემის სტუმარს ის ყველასთვის საყვარელი მსახიობი ბაჩო ქაჯაია გახლდათ, მან ერთ-ერთი კერძის „ჩირგულის“ მისეული რეცეპტი მოიტანა, ხოლო წამყვანმა 
„ბარდას წვნიანის“მომზადების წესი განგვიმარტა.

გადაცემა ყოველ ოთშაბათს 19:00 საათზე რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გავა, ასე რომ ისღა დაგრჩენიათ, უსმინოთ გადაცემას „მარილი გემოვნებით“ და ოჯახის წევრებს კერძების ახლებული ვარიანტი შესთავაზოთ. 

მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი"




გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00