დახურვა
დახურვა
ხალხი დღემდე ტოროლადან მცნობს (ვიდეო)
გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ ახალი სეზონი რადიო "დარდიმანდის" ეთერში დაბრუნდა.

სეზონის რიგით პირველი სტუმარი ყველასთვის საყვარელი, ცნობილი ტელე-წამყვანი ნანიკო ხაზარაძე გახლდათ. ნანიკომ თავის ბავშვობასა და კარიერულ წარმატებაზე ისაუბრა, ამასთან საინტერესო ისტორიებიც გაიხსენა.

გადაცემის დასაწყისშივე ნანიკომ აღნიშნა, რომ მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, მას სკოლის გარკვეული წლების გატარება საბჭოთა კავშირის დროს მოუწია, იხსენებს, რომ მისი სანიმუშო ქცევიდან გამომდინარე, იმ დროისთვის საპატიო სტუმრებს სკოლაში ხვდებოდა და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. 

ტელე-წამყვანი პროფესიით მსახიობი და მხატვარი გახლავთ, მაყურებელი მას ფილმებიდან "ცელქი ბავშვები" და "გოგონა სლაიდიდან" იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსახიობობასა და მხატვრობაში საკუთრი თავი ვერ იპოვა: "ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა ოჯახის წევრებმა სამხატვრო  აკადემიაში ჩაბარება მირჩიეს, ასეც მოვიქეცი, თუმცა მალავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო, მოგვიანებით გავიცანი თეატრალურის რეჟისორი, რომელსაც ჩემი ხმა მოსწონდა, ჯერ კულისებიდან ვმღეროდი, შემდეგ კი სცენაზე გადავინაცვლე, მაგრამ თეატრშიც ჩემი თავი ვერ ვიპოვე".

ნანიკომ სატელევიზიო კარიერა მეორე არხიდნ დაიწყო, მისი პირველი გადაცემის სახელწოდება "დუბლიორი" გახლდათ: "ყოველთვის მეღიმება ამ ისტორიის გახსენებაზე, როცა არხის რეჟისორმა დამირეკა, მივედი, ისე მოხდა, რომ საკმაოდ უცნურდ მეცვა და ნავთის სუნიც მდიოდა, მოგეხსენებათ მაშინ ყველა ე.წ „კერასინკებზე“ ვთბებოდით, მისვლისთანვე მითხრეს ,რომ ეთერში რამდენიმე წუთში ვიქნებოდი, კარგი გადაცემა იყო, ვინერვიულე, ნახევარი საათი ვიყავი ეთერში". 

ოდნავ მოგვიანებით იყო ტელე-კომპანია „მაესტრო“ და გადაცემა „ტოროლა“ , რომელიც იმ დროისთვის ქართულ ტელე-სივრცეში ძალიან რეიტინგული გახლდათ. "ერთ მშვენიერ დღეს მამუკა ღლონტმა დამირეკა, ახალ ტელევიზიას ვხსნი, პირველ ეტაპზე ხელფასს ვერ შეგპირდები და ენთუზიაზმით მუშაობაზე თუ ხარ თანახმაო. მივედი, ჩემი მეწყვილე ნიკა ლომიძე გახლდათ, ასე დავიწყეთ „ტოროლა“, თვის ბოლოს ხელფასიც ავიღე, ხალხი კი დღემდე ტოროლადან მცნობს (იცინის).  

ნანიკო იხსენებს, რომ სკოლებიდან და უნივერსიტეტიდან წერილებს წერდნენ, თხოვნით, რომ გადაცემის დრო შეეცვალათ, რადგან მოსწავლეებისა დ სტუდენტების აკადემიური მოსწრება, გადაცემის გამო, ძალიან დაბალი იყო. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტელე-წამყვანი ტელე-კომოპანია „იმედში“ აღმოჩნდა გადაცემით „დღის შოუ“, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი რეიტინგული პროექტი გახლდათ. ნანიკო დღემდე წარმატებით მოღვაზეობს სატელევიზო სივრცეში, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიაში მოხვედრა მისი თვითმიზნი არ ყოფილა.

ტელე-წამყვანი დედის ამპლუაში, როგორც თავად ამბობს, მკაცრია, თუმცა ამავე დროს მეგობრულიც და მნიშვნელოვან მოვლენებსა თუ გადაწყვეტილებებს პირველს სწორედ შვილს ეუბნება. 

უდავოა, რომ ტელე-წამყვნი მშვენიერ ფორმაშია, როგორც აღმოჩნდა ამისთვის განსკუთრებულს არაფერს აკეთებს და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. 

გადაცემის ფორმტიდან გამომდინარე სტუმარმა ეთერის ბოლოს ბლიც-კითხვებს უპასუხ : 

  • რომ არ დაბადებულიყავი საქართველოში, იცხოვრებდი - მზიან ქვეყანაში
  • რას ამბობს ხალხი შენზე, გიფირია? - ძირითდად პოზიტივს ვღებულობ. 
  • როგორ რეაგირებ ჭორებზე - ამ ბოლო დროს ჩემზე ჭორი არ გამიგია.
  • რისი არ გჯერა - ყველაფრის მჯერა.
  • ქართული ტრადიცია, რომელიც არ მოგწონს - ყველა მომწონს, ოღონდ დამახინჯებისა და შეცვლის გრეშე. 
  • ის, რაც არასდროს არ გამოგდის - ტორტის გამოცხობა.
  • გადაწყვეტილებს რთულად იღებ - არა.
  • როგორი გსურს, რომ ადამიანებს ახსოვდე - არ მიფიქრია.
  • რამდენად სოწრად იყენებ დროს - ვერ ვიყენებ, სამწუხროდ.
  • ხარ თუ არა ისეთი მეგობარი, როგორიც გინდ შენ გყავდეს - კი. 
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „შესანიშნვი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე რადიო "დარდიმანდის" ეთერში გადის. 

მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი".

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00