დახურვა
დახურვა
სუფრა მინი-სპეკტაკლია, სადაც ადამიანები უნდა შეისწავლო (ვიდეო)
რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „დასელფე“ - პაატა გულიაშვილთან ერთად ახალი სეზონით, უცვლელ დროს, პირდაპირ ეთერში დაბრუნდა.

მორიგი სეზონის პირველი სტუმარი მსახიობი დათო დარჩია გახლდათ, რომელმაც თავის კარიერაზე, მისთვის დასამახსოვრებელ როლებსა და პროფესიულ სიახლეებზე ისაუბრა. 

მსახიობის დებიუტი, წლების წინ ფილმ „წარსულის აჩრდილებში“ შედგა, ფილმის გადაღებები ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამბობს, რომ ამ პერიოდმა, გამოციდლებამ და ფილმმა მის კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა. 

რაც შეეხება მსახიობის თეატრთან ურთიერთობას, ყველაფერი სწორედ „წარსულის აჩრდილების“ გადაღებების დასრულების შემდეგ დაიწყო, როგორც თავად ამბობს, მეუღლის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა რუსთაველის თეატრში, რეჟისორ რობერტ სტურუასთან მისულიყო: „რობერტმა, რა თქმა უნდა, მიმიღო, გამესაუბრა, დავალებაც მომცა, ერთი კვირის მერე მივედი და პირდაპირ კადრებში ჩამსვა, ძალიან ბედნიერი ვიყავი“. 

თეატრში მისვლიდან ცოტა ხანში მსახიობმა პირველი სასცენო როლიც მიიღო, სპეკტაკლში სახელოდებით „თავისუფალი პეპლები“ მუნჯ პერსონაჟს თამაშობდა: „როლი განსაკუთრებულად მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემი პირველი სპეკტაკლი იყო“.

ამბობს, რომ წლების წინ მის პროფესიულ ზრდაში მსახიობმა გურამ ფირცხალავამ დიდი როლი ითამაშა, ბევრი რამ ასწავლა, რაც მსახიობისთვის აუცილებელი იყო.

როგორც აღმოჩნდა, დათო დარჩია კარგი თამადაც არის და უფრო მეტიც, ამ ამპლუაში თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობს, თვლის, რომ სუფრა მინი-სპეკტაკლია, სადაც ადამიანები უნდა შეისწავლო და ისეთი სადღეგრძელო თქვა, სუფრის წევრებს რომ ასიამოვნო. 

2018 წელი მსახიობისთვის, კარიერული თვალსაზრისით, წარმატებულად დაიწყო, გაზაფხულზე მაყურებელი მისივე მონაწილეობით რეჟისორ რობერტ სტურუას ახალ სპეკტაკლს იხილავს, რაც შეეხება მის კინო როლს, მსახიობმა ერთ-ერთ ახალ ქართულ ტელე-სერიალში პოლიციის განყოფილების უფროსის როლი მოირგო. 

დათო დარჩიას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ამბობს, რომ მსახიობობას არც ერთი არ აპირებს: „არც ძალიან დამიძალებია, რადგან ამ ეტაპზე მსახიობები სახარბიელო მდგომა
რებაში, ფინანსური კუთხით, არ ვართ, არ მინდა ჩემმა შვილებმაც ისე იწვალონ, როგორც მე„.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „დასელფე“ ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის.

მარიამ ნებიერიძე.

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი"

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00