დახურვა
დახურვა
საუზმე სამ წუთში (ვიდეო)
რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „მარილი გემოვნებით“ მორიგი საინტერესო სტუმრით წარსდგა მსმენელის წინაშე. ვიკა კალანდიასგან შევიტყვეთ რამდენიმე მარტივი კერძის რეცეპტი, მსახიობმა ამას გარდა ისააუბრა ოჯახურ, ტრადიციულ სამზარეულოსა და ჯანსაღი კვების შესახებ.

სტუმრის შეთავაზებულ რეცეპტამდე გადაცემის წამყვანმა თათული ედიშერაშვილმა ერთ-ერთი კერძის რეცეპტიც გაგვიმხილა, ეს გახლავთ კერძი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის საჭიროა: ქათმის ფილე, ბროკოლი, წითელი ბულგარული, სტაფილო, ერთი თავი ხახვი, ცოტაოდენი ზეთი, ცალკე მოხარშული ბრინჯი და არაჟანი. ღუმელიდან გამოსული სასიამოვნო სურნელი, კერძის დაგემოვნებამდე მიგანიშნებთ, რომ უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო იქნება. ისღა დაგრჩებათ  გამზადებულ კერძს მოაყაროთ მარილი გემოვებით და გემრიელად მიირთვათ.

გამომდინარე იქედან, რომ უამრავ ადამიანს დილიდანვე გვიწევს მუშაობის დაწყება, გადაცემის სტუმარმა, მსმენელს გვასწავლა მარტივარ, დაახლოებით სამ წუთში, როგორ უნდა ვისაუზმოთ გემრიელად, ამასთან მსახიობის ერთ-ერთი საყვარელი კერძი შემწვარი კვერცხი აღმოჩნდა, ამიტომ კვერცხის ორი მარტივი რეცეპტი შემოგვთავაზა. ამისთვის საჭიროა ორი კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ორი კოვზი არაჟანი, ავურიოთ და ზეთთან ერთად კარგად გახურებულ ტაფაზე შევწვათ. რიგით მეორე რეცეპტისთვის საჭიროა პური, რომელზეც ვახლით კვერცხს და 
ვაყრით გახეხილ ყველს, ერთად ვწვავთ და რამდნეიმე წუთში უგემრიელესი საუზმეც მზად იქნება. 

როგორც აღმოჩნდა მსახიობი ვიკა კალანდია ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, მსახიობი სამეგრელოდან გახლავთ, ამბობს, რომ ოჯახში მამა კარგი მზარეულია და ახალი წლის ღამეს უგემრიელეს საცივს ამზადებს.

მსახიობის დილა, არაჟნით, კვერცხითა და მცირე ოდენი ყველით იწყება. ამბობს, რომ დილით ძალიან კარგია წყლის მიღება: „დილით საუზმე საუკეთესოა დღის დასაწყებად“- აღნიშნა ვიკამ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „მარილი გემოვნებით“ რადიო „დარდიმანდის“ ეთერში
ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე გადის. 


მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი".

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00