დახურვა
დახურვა
ჩემმა ხმამ ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა (ვიდეო)
რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ მორიგი სტუმარი ყველასთვის საყვარელი, ჟურნალისტი დავით სოკოლოვი გახლდათ.

გადაცემის სტუმარმა, ბავშვობაზე, კარიერაში პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში სიცელქით გამოირჩეოდა, იხსენებს, თუ როგორ იპარებოდნენ ის და მისი კლასელები გაკვეთილებიდან, მამა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა, დედა და ბებია ზრდიდა, თუმცა ბებიის რჩევებს მეტად ითვალისწინებდა და უჯერებდა, ვიდრე დედას. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. სტუდენტობის პერიოდს კარგად იხსენებს, რადგან პარალელურად თავის საყვარელ საქმესაც აკეთებდა, ის რადიოსა და ტელევიზიაში ერთდროულად მუშაობდა. ოცდაორი წლის იყო, როცა პირველად მიიღო ერთ-ერთ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა, მაშინდელ კომისიის წევრებს ბევრი არ უფუქრიათ ეთანამშრომლათ
თუ არა ბატონ დავითთან, მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე. 

ახსოვს პირველი ეთერიც, თუ როგორ ნერვიულობდა: „ფეხები მიკანკალებდა, მეშინოდა არ შემშლოდა ტექსტი, ყველანი მამხნევებდნენ“. მოგეხსენებათ, წლების წინ, წამყვანები ფეხზე იდგნენ და ისე მიყავდათ გადაცემა, დავით სოკოლოვი იყო პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელიც დამჯდარი მიესალმა მაყურებელს, ამ ისტორიას კი ღიმილით იხსენებს: „ჩვენ სამუშაო ადგილთან ახლოს ერთი კარგი მაღაზია იყო, ერთ დღესაც, მე და ჩემს კოლეგებს ბევრი ალკოჰოლური სასმელის მიღება მოგვიწია, ფეხზე ვერაფრით დავდგებოდი, ამიტომ იძულებულები ვიყავით დამჯდარი წამეყვანა გადაცემა“. 

დღევანდელ და მაშინდელ ეთერებს შორის ბევრ განსხვავებას ხედავს, ამას იმით ხსნის, რომ ტელევიზორი წლების წინ ახალი ხილი იყო ადამიანებისთვის, ყველა ცდილობდა მაქსიმალურად მოწესრიგებული ყოფილიყო, ამბობს, რომ წვერს დღეში ორჯერაც იპარსავდა: „ჰალსტუხის გარეშე არ უნდა ყოფილიყავი, არ უნდა გეხუმრა, გაგეცინა, ეს იმ დროს, მაყურებლის შეურაცყოფად ითვლებოდა“

მუშაობა რთულ პერიოდში მოუწია, იყო შემთხვევები, როცა პირველად უწევდა ტექსტის წაკითხვა პირდაპირ ეთერში: „მაშინ ტექსტები იბეჭდებოდა, მაგრამ ტელეგრაფის სახე ჰქონდა, ამიტომ სიტყვები არეულად იყო დაწერილი, ერთხელ, ამოვიოხრე კიდეც, სად წავიდა ეს უპატრონოთქო“. (იცინის)

ყოფილ ჟურნალისტს უამრავი საბჭოთა ფილმი აქვს გამოვანებული, მიაჩნია, რომ მისი ხმა, კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა.

როგორც მამა, თვლის, რომ მკაცრი არ არის, დავით სოკოლოი შვილების საქმიანობით კმაყოფილია: „მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, თუ რა პროფესიას უნდა დაუფლებოდნენ“.

დავით სოკოლოვი ქართველ მაყურებელს ყოველთვის ახსოვდა, თუმცა ბოლო ხანებში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მისმა ამჟამინდელმა საცხოვრებელმა მიიპყრო, ის უკვე ერთი წელია თბილისის ერთ-ერთ თავშესაფარში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ბინა წლების წინ დაეწვა,  ახლის აშენების იმედითა და მრავალი ამაო დაპირების შემდეგ დრო დღემდე თავშესაფრის კედლების ყურებაში გადის: „მას შემდეგ რაც ჩემი ამ მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა, უამრავი ადამიანი მოდის და მნახულობს, ძალიან გახარებული ვარ“. 

დღევანდელ ჟურნალისტებთან ბევრი შენიშვნა აქვს, არ მოსწონს, როდესაც მეტყველებას ყურადღებას არ აქცევენ, ფიქრობს, რომ ბევრ შეცდომას უშვებენ: „ქართულ ენას არ უხდება ინგლისური კილოკავი, ამას გარდა, არც  სასვენ ნიშნებს აქცევენ ყურადღებას, ქართულად ილაპარაკეთ“.

სულ რამდენიმე დღის წინ დავით სოკოლოვმა ტელეკომპანია „იმედიდან“ შეთავაზება მიიღო თანამშრომლობაზე, რაზეც ის სიხარულით დათანხმდა, ასე რომ სულ მალე მაყურებელი ბატონ დავითს ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანად ვიხილავთ: „ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება იყო, გახარებული ვარ“. 

გადაცემის მსვლელობის დროს, დავით სოკოლოვმა მსმენელს რამდენიმე ლექსი წაუკითხა, რადიო „დარდიმანდმა“ კი გადაწყვიტა ბატონ დავითს ერთგვარი საჩუქარი გაუკეთოს, შესაბამისად მის მიერ წაკითხული ლექსები  „დარდიმანდის“ სტუდიაში ჩაიწერება და მას საჩუქრად გადაეცემა. 

მარიამ ნებიერიძე.

2018 წელი. რადიო "დარდიმანდი".

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00