დახურვა
დახურვა
ვეცადოთ, ერთმანეთისთვის ნათელი დღის დასაწყისი ვიყოთ
გადაცემა „შესანიშნალი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს მსმენელს განსხვავებული სტუმრებითა და მათი საინტერესო ისტორიებით ანებივრებს. 

„შესანიშნავი შვიდეულის“ მორიგი სტუმარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გახლდათ, მას მსმენელი მამა პეტრე კოლხის სახელით იცნობს, გარდა იმისა, რომ მამაოა და უამრავ ადამიანს უყვარს, შესანიშნავი პოეტიც გახლავთ.

სტუმარმა თავის შემოქმედებაზე, ბავშვობაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სამომავლო
გეგმებზე ისაუბრა. 

მამა პეტრე წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ, ბავშვობის უმეტესი წლები სწორედ იქ გაატარა, აღნიშნული პერიოდი რთულად ახსენდება, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სინანულით იხსენებს, რომ პრაქტიკულად ბავშვობა არ ჰქონია: „ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლები, მხედრიონის პერიოდი, სამწუხაროდ, კარგად მახსოვს, თუ როგორ გადაწვეს იქაურობა, მახსოვს ომი და ყველაფერი ცუდი, რაც იმ პერიოდში ხდებოდა“. ამბობს, რომ თავის ექვს შვილთან ერთდ სწორედ ახლა გადის იმ ცხოვრებისეულ ეტაპებს, რაც მაშინ დააკლდა. 

მიუხედავად ყველაფრისა, თავს არ აძლევდა უიმედობაში ჩავარდნის უფლებას, უფრო მეტიც, თვლის, რომ ადამიანი ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს, თუ ეს მისი თავისუფალი ნება იქნება, ფიქრობს, რომ ოთხმოცდაათიანი წლების პერიოდმა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია, მეტად პრინციპული და მიზანდასახული გახდა. 

ცდილობს საზოგადოებას დადებითი ემოციის მქონე ადამიანად ახსოვდეს: “წინააღმდეგ  შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ჩემი ამ ქვეყნად მოვლინება არ იქნებოდა გამართლებული“. მისი აზრით, ყველა  ადამიანს აქვს საკუთარი მისია ღვთის წინაშე და თუ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა, ღვთის წყალობას მიიღებს : „ვეცადოთ, ერთმანეთისთვის ნათელი დღის დასაწყისი ვიყოთ“. 

რაც შეეხება მის სკოლის წლებს, ამბობს, რომ ცელქი არასდროს ყოფილა, ბეჯითი და წარმატებული მოსწავლე გახლდათ, იყო ადამიანი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, არ იშურებდა ძალასა და ენერგიას ესწავლა და მიზნებისთვის მიეღწია. 

უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, იხსენებს, რომ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო თბილისის იმ დროისთვის ერთადერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხრულიყავი: “ჩემი მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდებოდი“. 

მამა პეტრე კოლხის გზა ტაძრამდე წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა ის ჭეშმარიტების ძიების წყურვილმა დასახულ მიზნამდე მიიყვანა, გარეგნულად ცდილობდა თავისი შინაგანი სამყარო არ გამოევლინა, რადგან თვლის, რომ სულიერება ძალიან ინტიმურია და ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა გახლავთ. 

იხსენებს, რომ დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო, მისი ბერად აღკვეცის : „ვერ შევეგუები, ანაფორით თუ ივლიო, მე მას ვერ ვაიძულებდი, მივეღე ისეთი, როგორიც ვიყავი, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, მას შემდეგ ღმერთს გამუდმებით იმას ვთხოვ, რომ ყველა ადამიანის სიყვარული შემაძლებინოს“. 

მამა პეტრეს ექვსი შვილი ჰყავს, მისთვის ეს ექვსი განსხვავებული სამყაროა, თვლის, რომ რთულია, მაგრამ უფალი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ყოველდღიურად ეხმარება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერთან ერთად ის არაჩვეულებრივი პოეტია, უფრო მეტიც, მის შემოქმედებაზე უამრავი სიმღერა შეიქმნა. 

გადაცემის დასკნით ნაწილში მსმენელს საკუთარი ლექსი წაუკითხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, თორმეტ თებერვალს, ზუგდიდში, პეტრე კოლხი და მომღერალი დათო არჩვაძე მსმენელს სასიამოვნო მუსიკალურ საღამოს შესთავაზებენ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, თვრამეტ მარტს, პეტრე კოლხი ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად ემზადება: „უკვე დღეებს ვითვლი, ბედნიერი ვარ, რომ მათთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცემა“.  რაც შეეხება ზაფხულის გეგმებს, ბათუმში, ოცდარვა აგვისტოს, მარიამობას, იგეგმება მომღერლების ერთობლივი კონცერტი, სადაც მამა პეტრეს ყველა ლექსი ორკესტრთან ერთად შესრულდება. 

რაც შეეხება შემდეგ მომღერალს,რომელიც მამა პეტრეს ლექსზე დაწერილ სიმღერას შეასრულებს, ყველასთვის საყვარელი ვოკალისტი ეკა კვალიაშვილი გახლავთ, ასევე იგეგმება მეორე სიმღერის ჩაწერაც, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი ნინი შერმადილი შეასრულებს. 

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის.

მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო „დარდიმანდი“




გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00