დახურვა
დახურვა
საქართველოს რეგიონებში მუსიკალურ ტურნეებს ვიწყებთ
რადიო “დარდიმანდის“ გადაცემა „დასელფეს“ მორიგი სტუმარი ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი გია ბაღაშვილი გახლდათ.

მოგეხსენებათ, ის შემოქმედებითად აქტიური ადამიანია, სულ რამდენიმე თვის წინ „ქუჩის მუსიკოსების“ ორ თაობასთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა, როგორც თავად ამბობს, ქართველ ემიგრანტებს მრვალფეროვანი და განსხვავებული პროგრამა შესთავაზეს: „თითოეული მათგანიდან დიდი სითბო და ემოცია წამოვიღეთ, ძალიან ბედნიერები ვიყავით“.

ისრაელის გარდა, გია ბაღაშვილი „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად უზბეკეთშიც იმყოფებოდა, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, უზბეკეთის დედაქალაქში ეს მათი რიგით მეორე კონცერტი იყო : „სცენიდან არ გვიშვებდნენ, კონცერტისთვის განსაზღვრულ დროს გადავაჭარბეთ, ძალიან დიდი სითბო და ემოცია წამოვიღეთ“. 

გია ბაღაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, სულ მალე „ქუჩის მუსიკოსებთან“ერთად საქართველოს რეგიონეში გასვლით ტურნეებს დაიწყებენ და მაყურებელს განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებენ. 

ამბობს, რომ მაყურებელი ყველგან განსაკუთრებული და განსხვავებულია, მიაჩნია, რომ საზეიმო განწყობას სწორედ შემხვედრი ემოცია ქმნის და განცდა, რომელიც სცენაზე მდგარ შემსრულებელსა და მაყურებელს შორის იბადება ყველგან განსაკუთრებულია. 

მუსიკოსი სულ მალე ქართული სიმღერის ისტორიას ოკეანის გადაღმა გაიტანს და „ჰარვარდის“ უნივერსიტეტში ღია ლექციას ქართულ მრავალხმიანობაზე წაიკითხავს: „წელიწადნახევარი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ შეთანხმებასაც მივაღწიეთ“. 

მუსიკოსის და მაყურებლის ურთიერთობაზე თავისი დამოკიდებულება აქვს და თვლის, რომ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ის უწყვეტი ტრადიციაა, რომელიც მარტო რეპერტუარის შესრულებას არ გულისხმობს : „ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრებაა, ეს ყველაფერი კი სცენიდან სულ სხვაა, განსაკუთრებულია“. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „დასელფე“ ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის. 

მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“. 2018 წელი

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00