დახურვა
დახურვა
ახალგაზრედები უნდა ეზიარონ იმ საოცრებას, რასაც სპეკტაკლი ქვია
გადაცემა „დასელფე“ მსმენელს, ყოველ ხუთშაბათს, მუდმივად საინტერესო სტუმრებით, მათი უცნობი ისტორიებითა და ჯანსაღი იუმორით ანებივრებს. 

გადაცემის მორიგი სტუმარი, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ქეთი ჩხეიძე გახლდათ. 

მსახიობი ბოლო პერიოდში თავისი ერთ-ერთი პერსონაჟის როლის შესრულებით, ყურადღების ცენტრში მოექცა, მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“, დამახასიათებელი მანერების მქონე პერსონაჟი, სახელად „ნუნუკა“, მალევე შეიყვარა, ნუნუკა გახლავთ იმერელი ქალი, რომელიც გამუდმებით შვილის კეთილდღეობაზე ზრუნავს და ნერვიულობს. მიუხედავად მაყურებლის დიდი სიყვარულისა, მომდევნო სეზონებში გააგრძელებს თუ არა პერსონაჟი სერიალში მონაწილეობას, მსახიომა ჯერ არ იცი: „ეს ყველაფერი სცენარისტის გადასაწყვეტია,
მან უკეთ იცის, როგორ წაიყვანოს გმირების ცხოვრება“. 

ქეთი ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და სცენაზე უამრავ საინტერესო პერსონაჟს აცოცხლებს, თვლის, რომ სპეკტაკლებზე დასწრება აუცილებელია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი გზა ხელოვნებასთან ახლოს ყოფნაა: „ახალგაზრდები უნდა ეზიარონ იმ საოცრებას, რასაც სპეკტაკლი ქვია“. 

სპეკტაკლის დადგმაზე არასდროს უფიქრია, მიაჩნია, რომ ეს რეჟისორის საქმეა და სწორედ მათ გამოსდით აღნიშნული საქმიანობა, მიუხედავად სცენაზე ამხელა გამოცდილებისა, ფიქრობს ,რომ ძალიან რთულია. მსახიობი წარმოშობით თელაველი გახლავთ, ბავშვობის უმეტესი წლები სწორედ კახეთში გაატარა, მისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებული იყო : „მაქვს უამრავი
კარგი მოგონება, კარგად მახსენდება ის გარემო, მეზობლები და ოჯახის წევრები“. 

მაყურებელი მსახიობს გარდა „ჩემი ცოლის დაქალებისა“, დეტექტიური ჟანრის სერიალიდან „ყავა და ლუდი“ ახსოვს, სერიალში ის ქალია, რომელიც გამომძიებლებს სხვადასხვა საქმის გახსნაში ეხმარება, ოდნავ მოგვიანებით იყო კომედიური ჟანრის სერიალი „შუა ქალაქში“, სადაც ქეთი ჩხეიძემ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიდედრის როლი მოირგო. 

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა ძალიან ბევრი და ამავე დროს განსხვავებული, ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი შექმნა. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო „დარდიმანდი“ .2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00