დახურვა
დახურვა
ჩემი საყვარელი კერძი კარუხი მწვადია
გადაცემა “მარილი გემოვებით“ მსმენელის შინაშე, მორიგი საინტერესო სტუმრით წარსდგა. 

გადაცემის წამყვანს გემრიელი კერძის მომზადებაში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი - ილო ბეროშვილი დაეხმარა. 

თათული ედიშერაშვილმა, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, დიასახლისებს მორიგი, მარტივად მოსამზადებელი კერძი შესთავაზა: მაკარონი ხორცით, იგრედიენ ტებიდან გამომდინარე, წინ ნოყიერი სადილი გელით. 

მაკარონის მოსამზადებლად საჭიროა: მოვხარშოთ მაკარონი, მოვამზადოთ ფარში, 
რომელიც შეიძლება იყოს: ქათმის, ღორისა თუ საქონლის, ვთუშავთ დახურულ ჭურშელში,  ხახვთან ერთად, ვუმატებთ ქონდარს, მოთუშვის შემდეგ ვურევთ მოხარშულ მაკარონში და ერთი შეხედვით რთულად მოსამზადებელი კერძიც მზად არის. 

თავად მსახიობს ქართული სამზარეულო ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კახური კერძები: „ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი კახურად შემწვარი მწვადია“.

აღმოჩნდა, რომ მსახიობს საჭმელებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებაც აქვს, რამდენიმე წლის წინ, ის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანადაც მუშაობდა, ამ პერიოდს სასიამოვნოდ იხსენებს: „ყარაჩოღლის ფორმა მეცვა და ხალხს ისე ვემსახურებოდი, ყველა კერძის მომზადებას თვალს ვადევნებდი, საინტერესო იყო“.

მსახიობი წლების განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა, იყო ტელეწამყვანი, ბოლო ხანებში კი ძალები სამსახიობო სფეროში მოსინჯა და მაყურებელმაც მისი გმირები მალევე შეიყვარა, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით ,რომ ის პროფესიით ფილოლოგი გახლავთ. 

ილო ბეროშვილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ-ერთ სახასითო პერსონაჟის როლს წარმატებით უმკლავდება . 

გადაცემა „მარილი გემოვნებით“  ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 19:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის. 

მარიამ ნებიერიძე . 

რადიო „დარდიმანდი“. 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00