დახურვა
დახურვა
სამზარეულოში კერძის მომზადება სასიამოვნო პროცესია
გადაცემა „მარილი გემოვნებით“ მორიგი სტუმრით წარდგა მსმენელის წინაშე. საყვარელი კერძებისა და კულინარიის შესახებ, ცნობილმა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმ ისაუბრა. 

გადაცემის პირველ ნაწილში წამყვანმა თათული ედიშერაშვილმა მსმენელებს ლობიოს კრემსუპის მარტივად მომზადების ხერხი გაგვიზიარა, როგორც აღმოჩნდა, ნოდიკო ტატიშვილის ერთ-ერთი საყვარელი კერძი სწორედ ლობიო გახლავთ: „დედაჩემი ძალიან გემრიელ მინდივრის ლობიოს ამზადებს, სიამოვნებით მივირთმევ სადილზე“. 

ლობიოს კრემსუპის  მოსამზადებლად საჭიროა ინგრედიენტები: მოხარშული ლობიო, რომელიც,  წამყვანის თქმით, რაც უფრო დაბალ ცეცხლზე იხარშება, მით უფრო გემრიელია, თითო ცალი წითელი და მწვანე ბულგარული, მწვანე წიწაკა, ხახვი, ზეთი და რაც მთავარია, მარილი გემოვნებით. რაც შეეხება მომზადების წესს: მოხარშული ლობიო მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი არსებული ინგრედიენტები და ერთმანეთში
ავურიოთ, რათა ხსენებული პროდუქტების გემოები კარგად შეზავდეს, ბოლოს ვასხავთ მცირეოდენ ზეთს და ვუმატებთ მარილს. მომზადებულ კერძს შეგიძლიათ მიაყოლოთ სუხარი, რომელიც ლობიოს კრემსუპთან ძალიან გემრიელია. 

როგორც აღმოჩნდა, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს ხშირად უწევს სამზარეულოში კერძების მომზადება, ამბობს, რომ ეს პროცესი სიამოვნებასაც ანიჭებს: „ვერ ვიტყვი ძალიან მეხერხებათქო, მაგრამ რამდენიმე მარტივ კერძს საკმაოდ გემრიელად ვამზადებ„ (იცინის) 

მოგეხსენებათ, მომღერალი ხშირად მიემგზავრება ემოგრანტებისთვის კონცერტების ჩასატარებლად, შესაბამისად უამრავი ქვეყნის სამზარეულო აქვს დაგემოვნებული, თვლის, რომ ყველა ქვეყნის კერძი განსხვავებულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან გემრიელი. 

ნოდიკომ ერთი სიახლეც გაგვიმხილა, 3 მარტს ის მორიგი გასტროლით ავსტრიაში, ქართველ ემიგრანტებთან, კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრება, ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს: „ყველა დიდი სიხარულით მელოდება, უცხოეთში განსაკუთრებულად ვღელავ სცენაზე გასვლის წინ, სხვა ემოციით მელოდებიან ხოლმე, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას“. 

გადაცემის დასკვნით ნაწილში გადაცემას შემოუერთდა რესტორან „ამრა„ გლდანის შეფ-მზარეული გურამ კიკნაძე, რომელმაც  აფხაზური ბადრიჯნის სალათის მომზადების ხერხები გაგვაცნო. იმისთვის, რომ აღნიშნული სალათი მოვამზადოთ საჭიროა: უკვე შემწვარი 
ბადრიჯანი დავჭრათ პატარ-პატარა ნაწილებად, შევურიოთ მოგრძოდ და წვრილად დაჭრილი მწვანე და წითელი ბულგარული, მოვაყაროთ ხახვი, მოვაჭრათ მწვანილები და ბოლოს შევურიოთ აფხაზური აჯიკა სუნელებთან ერთად, სურვილისამებრ მოვასხამთ ლიმონის წვენს და გემრიელი სალათი მზად არის დასაგემოვნებლად. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „მარილი გემოვნებით“ ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 19:00 საათზე  რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის.

მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო „დარდიმანდი“ 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00