დახურვა
დახურვა
ფიროსმანის როლი უკეთ რომ შემეთვისებინა, კიბის ქვეშ ძილიც მინდოდა (ვიდეო)
გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ კვირას მსმენელს ცნობილი და მათთვის საყვარელი ადამიანების საინტერესო ისტორიების მოსმენით ანებივრებს.

გადაცემას ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი  და თბილისის საპატიო მოქალაქე, თეიმურაზ წიკლაური ესტუმრა. 

ბავშვობიდან ბევრი რამ ახსოვს, ძირითადი წლები კოჯორში გაატარა, ამბობს, რომ ქალაქგარეთ გატარებულ პერიოდს თავისებური ხიბლი აქვს, მომღერალი სოფლის სამეურნეო საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩაბმული და ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. 

სკოლის ანსამბლში ბავშვობიდან მღეროდა, მალევე გაიცნო ჯემალ ბაღაშვილი, რომლის წყალობითაც გიტარისა და მუსიკის სიყვარული კიდევ უფრო გაუღრმავდა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ ის უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მსახიობს მამა მალევე გარდაეცვალა, ყოფით პრობლემებთან გასამკლავებლად მომღერლის მუშაობის დაწყება დღის წესრიგში დადგა: „სამსახური ერთ-ერთ უნივერმაღში დავიწყე, დირექტორს ხელოვანი ადამიანები უყვარდა, როცა მოუსმინა ჩემს სიმღერას ძალიან მოეწყონა და მიმიღო“.

მომღერალი ანსამბლ „ივერიაში“ მოხვედრამდე ერთ-ერთ, რვა მომღერლისგან შემდგარ გუნდში მღეროდა: „იმ დროისთვის ბევრისგან განვსხვავდებოდით, რადგან სცენაზე, სიმღერასთან ერთად, ვცეკვავდით, მაშინ ეს ახალი იყო“. ანსამბლ „ივერიას“ შექმნის შემდეგ ჯემალ ბაღაშვილმა მომღერალს სთხოვა, მასთან ერთად ემღერა, სახალხო არტისტი მალევე დათანხმდა ამ შემოთავაზებას: „მას შემდეგ ოთხმოცდა ხუთი ქვეყანა გასტროლებით მოვიარეთ, ყველა ქვეყანაში კონცერტი მათ ენაზე მიგვყავდა“. 

შეიქმნა ოთხი მიუზიკლი: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“,“თოვლის ბებოს ზღაპარი“ და „ფიროსმანი“, მომღერლის თქმით, ამ ყველაფრის შექმნა ჯემალ ბაღაშვილისა და ალექსანდრე ბასილაიას დამსახურებაა. იხსენებს, რომ ფიროსმანზე მუშაობა ათი წელი გრძელდებოდა, მომღერალმა ფიროსმანის როლის უკეთ შესათვისებლად, კიბის ქვეშ ძილიც გადაწყვიტა : „ფიროსმანის ხვედრი მძიმეა, მძიმეა მის ტყავში შეძრომა, იყო უბრალო ადამიანი და ამავდროულად ძალიან დიდი“.

ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბევრი რამით ჰგავს ფიროსმანის ცხოვრებას, ბევრი ეკლიანი გზა განვლო, მაგრამ მიაჩნია, რომ საჭიროც იყო, რათა უკეთ შეეგრძნო ბედნიერად ცხოვრების არსი. იხსენებს ,რომ სპეკტაკლ „არგონავტებზე“ მუშაობის პროცესში დაკარგა საყვარელი ადამიანი, შვილი, თვლის, რომ დრო ამ ტკივისლ ვერ უმკლავდება და ვერც აქრობს: „ათ დღეში სპეკტაკლი გვქონდა, მეც გამოვედი და ვითამაშე“. 

ცხოვრების თანამგზავრი თემურ წიკლაურმა ანსამბლ „ციცინეთელში“ იპოვნა, სიყვარული მალევე აუხსნა და ცოლობაც სთხოვა. მომღერალი 26 თებერვალს ჰამბურგში სოლო კონცერტის გამართვას აპირებს, ხოლო მომდევნო თვეს ქართულ დიასპორასთან შესახვედრად პეტერბურგში
გაემგზავრება, გადაცემის დასასრულს კი თემურ წიკლაური ახალი სიმღერების ჩაწერასაც დაგვპირდა: „მე გემსახურებით ყველას, ღმერთს ვთხოვ, გონი და ძალა მომცეს, დავწერო ისეთი სიმღერები, რომელიც თქვენ ყოფას შეგიმსუბუქებთ“. 

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 18:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო „დარდიმანდი“. 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00