დახურვა
დახურვა
ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის პრემიერა
ნოდიკო ტატიშვილი სულ მალე მსმენელს ახალ სიმღერას შესთავაზებს, კლიპის დახურული პრემიერა 19 მარტს, საღამოს 21:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ შოუბიზნესისა და შემსრულებლის მეგობრების წრეში შედგება.

მომღერალმა ჩვენების დაწყებამდე რადიო დარდიმანდს საკუთარ მოლოდინებსა და კლიპის შესახებ ესაუბრა.

პირველ რიგში, ალბათ, მსმენელს აინტერესებს სად მიმდინარეობდა კლიპის გადაღებები და როგორია მისი სიუჟეტი? 

კლიპი პერსონაჟზე მოგვითხრობს, რომელიც ბრუნდება იმ ქალაქში, სადაც წლების წინ გაიცნო და შეუყვარდა გოგონა, უშუალოდ სიუჟეტი ზამთრის პარიზშია გადაღებული, მოგეხსენებათ პარიზი სიყვარულის ქალაქია, თუმცა ამას გარდა, ძალიან ლამაზია, მიტომ არჩევანი პარიზზე შევაჩერეთ. 

ვინ არის მუსიკისა და ტექსტის ავტორი? 

მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძე გახლავთ, ხოლო სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, მათ გარდა კლიპზე უამრავმა ადამიანდა იმუშავა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ, მუსიკალური პროდიუსერი ბორიკო შხიანი გახლდათ, კლიპის პროდიუსერობას კი თაკო დოლაბერიძემ ბრწყინვალედ გაართვა თავი. 

სულ რამდენიმე თვის წინ მომღერალ სალომე ბაკურაძესთან ჩაწერილმა სიმღერამ „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ დიდი წარმატება მოგიტანათ, ოთხთვეში სამ მილიონზე მეტმა ადამიანდა ნახა, როგორ ფიქრობთ, მასავით შეიყვარებს მსმენელი თქვენს ახალ სიმღერას? 

კლიპი ბევრმა ადამიანმა უკვე ნახა, ყველას მოსწონს, ბევრი ვიშრომეთ და ვფიქრობ, მსმენელი ამ ყველაფერს დაინახავს და მას მალევე შეიყვარებს. 

როგორც ჩანს, წელს განსაკუთრებულად ცდილობთ მსმენელის განებივრებას ახალი სიმღერებით, სამომავლო გეგმებიც ბევრი გექნებათ...

ნამდვილად, სამომავლოდაც მათ ბევრ სიახლეს შევთავაზებ, აპრილის თვეში სტამბოლში გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავ, მაისში ავსტრიას, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ვეწვევი, სადაც ქართველ და უცხოელ მსმენელს შევხვდები. 

კლიპის პრემიერაზე სხვა სიურპიზიც ხომ არ ელოდება მსმენელს?

დიახ, კლიპის ჩვენების დასრულებისთანავე ჩემი, რიგით მეორე, ალბომის წარდგენაც გაიმართება. 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მომღერლის კიდევ ერთ კლიპს და სამომავლოდ მისგან სიახლეებსაც ველოდოთ. 


მარიამ ნებიერიძე.

რადიო „დარდიმანდი“. 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00