დახურვა
დახურვა
ნინო ჩხეიძის ახალი სიმღერის პრემიერა

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ერთგულ მსმენელს დიდი ხნის ნანატრი სურვილი აუსრულა და მათთვის საყვრელი სიმღერა - სახელწოდებით "როგორ დაიჯერე" ახლებული არანჟირებით წარადგინა.

სიმღერის პრემიერა რადიო "დარდიმანდის" გადაცემა "ქალაქურ თერაპიაში" შედგა, ხოლო ოდნავ მოგვიამებით, მომღერალმა "დარდიმანდის" კითხვებსაც უპასუხა.

ნინო, პირველ რიგში რომ ვთქვათ, ვინ არის სიმღერის ავტორი და ვის ეკუთვნის კომპოზიციის არანჟირება? 

სიმღერის ავტორი ესმა გურამიშვილი გახლავთ, მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ კომპოზიციის ჩაწერა, არ ვიცოდით ქალბატონი ესმა როგორ შეხვდებოდა ამ სიახლეს, თუმცა, საბედნიეროდ, დაგვთანხმდა შემესრულებინა მისი სიმღერა. რაც შეეხება უკვე სომპოზიციის არანჟირებას, ამაზე ბექა ნიკოლაიშვილმა იზრუნა და ვფიქრობ, ძალიან კარგადაც გამოუვიდა.

სიმღერის აკუსტიკური ვერსია თქვენი  შესრულებით, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში, რამაც ერთგული მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, ალბათ, დიდი დრო დასჭირდა, სიმღერის ჩასაწერად საბოლოო ვერსიის მომზადებას..

სიმღერაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა,  გამომდინარე იქედან, რომ მსმენელს უკვე მოსმენილი ჰქონდა პირვანდელი ვერსია, გვინდოდა მისგან განსხვავებული ყოფილიყო, რაც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ, თავი გავართვით და ახლა უკვე ხალხი შეაფასებს, რამდენად კარგად ვიმუშავეთ. 

სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ხომ არ გეგმევთ? 

დიახ, ეს იქნება ვიდეო რგოლი, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და დაახლოებით ორ კვირაში უკვე მზად იქნება. 

ნინო, ძალიან მცირე დროში აუმარავი ახალი სიმღერა შესთავაზეთ მსმენელს, ახლო მომავალში ხომ არ უნდა ველოდოთ ახალი ალბომის გამოშვებას?

დიახ, ალბომი ძალიან მალე გამოვა, რომელშიც ათი ახალი სიმღერაა შესული, აქედან უდიდესი ნაწილი სპეციალურად ჩემთვის დაიწერა, რაზეც თითოეული სიმღერის შემქმნელს დიდ მადლობას ვუხდი. ალბომში შევა ჩემი ერთ-ერთი ბოლო დროინდელი სიმღერა „ქართველი და ებრაელი“ და დუეტი ქეთი ხუციშვილთან.

შემსრულებელმა  ინტერვიუს ბოლოს გაგვიმხილა, რომ ახალი სიმღერის „როგორ დაიჯერეს“ რემიქსული ვერსია მალე მომზადდება და ზაფხულში გამოვა. გეტყვით იმასაც, რომ ის სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მუსიკალური ტურნედან, ამ ჯერად მომღერალი ისრაელში და ოდნავ მოგვიანებით ათენში მომღერალ დათუნა მგელაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

მარიამ ნებიერიძე. 

2018 წელი. რადიო დარდიმანდი 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00