დახურვა
დახურვა
ჯაზს თუ ვიმღერებდი, არასდროს მეგონა
 
"შესანიშნავი შვიდეულის" მორიგი სტუმარი ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი მაია ბარათაშვილი გახლდათ.

მომღერალმა გადაცემაში კიდევ ერთხელ გაიხსენა ბავშვობა, სკოლის პერიოდი და კარიერაში პირველი ნაბიჯები. 

მუსიკოსი ბებიასთან იზრდებოდა, ბავშვობის წლებს სასიამოვნოდ იხსენებს, ამბობს, რომ სწორედ ბავშვობაში შეიძინა მეგობრების უმრავლესობა:"მახსენდება, ჩემი ეზო, სადაც მე გავიზარდე, დღე, როცა პირველად გავატარე ველოსიპედი, აყვავებული ნუში და ბედნიერი წლები". 

სიმღერა ექვსი წლის ასაკში დაიწყო, სწავლა მუსიკალურ სკოლაში გააგრძელა, სიმღერის დასაწყისშივე კლასიკურ მუსიკასთან შეხება მოუწია, ამასთან მონაწილეობას იღებდა კამერულ თუ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სხვადასხვა კონცერტში: "ამ პერიოდმა ჩემს მუსიკალურ განათლებას ღრმა საფუძველი ჩაუყარა, ვისმენდი და ვასრულებდი უამრავი ცნობილი, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს, ამ პერიოდმა პროფესიულად ძალიან განმავითარა".

ჯაზის შესრულება მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ ეგონა, რომ კლასიკური მუსიკის გარდა არაფერს იმღერებდა: "პირველი მოტივაცია, რომ შემესრულებინა თანამედროვე ამერიკული მუსიკა, გახლდათ ბილი ჯოილი, მისი შესრულებული ერთ-ერთი სიმღერა ჩემი ცხოვრების კომპოზიციად იქცა".

მაშინ, როცა თბილისში პირველი ჯაზ-კლუბი გაიხსნა, მაია ბარათშვილი მისი წევრი მალევე გახდა, მიაჩნია, რომ ეს პერიოდი ოქროს ხანა იყო, მის კარიერაში, რადგან სწორედ ამ დროს შექმნა უამრავი კომპოზიცია და როგორც თავად ამბობს, საკუთარი თავი ამ ჟანრში საბოლოოდ იპოვა.

დღესდღეობით მაია ბარათაშვილი ცნობილი "ბიგბენდის" წევრია, მუსიკოსი ბენდში ოც წელზე მეტია მოღვაწეობს, მათ ამხნის განმავლობაში ღრმა რეპერტუარი შექმნეს, აქტიურად მოგზაურობენ მუსიკალურ ტურნეებში, ბოლო ხანებში ბენდის შემადგენლობაც საგრძნობლად გაიზარდა: "შემოგვემატა ნიჭიერი ქართველი მომღერლებიც, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ თავინთ მოვალეობას". 

სწორედ "ბიგბენდთან" ერთად მუსიკოსს უამრავი სამომავლო გეგმა აქვს, უახლოეს პერიოდში იგეგმება ტური უკრაინის რამდენიმე ქალაქში, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება ქართული ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკოსების მთლიანი შემადგენლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს : "ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მსმენელის განსხვავებულ გემოვნებას, ამიტომ მათ, როგორც ამერიკულ კომპოზიციას,ასევე ქართულ პოლიფონიასაც ვთავაზობთ ".

როგორც ცნობილი გახდა, შემსრულებელი მალე თავის სოლო კონცერტის ჩატარებასაც აპირებს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით მუსიკოსმა საიდუმლოდ შეინახა. 

გადაცემის ბოლოს, მაია ბარათაშვილმა ევროვიზიაზე წარსადგენ ქართულ ჯგუფზეც ისაუბრა, თვლის, რომ პოლიტიკური ელფერი კონკურსს ყოველთვის თან დაჰყვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ფიქრობს, რომ წინასწარ გადაჭრით ვერიტყვი, რა მოხდება: "მე პირადად ძალიან მომწონსჯგუფიც და სიმღერაც, მომწონს ის, რასც აკეთებენ და წარმატებებსვუსურვებ მათ".

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "შესანიშნავი შვიდეული" ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 19:00 საათზე, მსმენელს საინტერესო სტუმრებითა და მათი ცხოვრებისეული ისტორიებით ანებივრებს.

 

მარიამნებიერიძე.

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00