დახურვა
დახურვა
ძალიან მინდა კუბდარის მომზადება ვისწავლო

ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 19:00 საათზე ვიკრიბებით სამზარეულოში და ვუსმენთ რადიო „დარდიმანდს“, რადგან გადაცემაში „მარილი გემოვნებით“ აუცილებლად გვირჩევენ რა კერძი მოვუმზადოთ ოჯახის წევრებს.

ამ ჯერად, წამყვანმა თათული ედიშერაშვილმა, სტუმართან, მომღერალ ანდრეა გველესიანთან ერთად, სოკოს კრემ-სუპი მოგვიმზადა.

სადილის  მოსამზადებლად გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეული, სტაფილო დაგვჭირდება, ამასთან წვრილ ნაჭრებად უნდა დავანაწევროთ ქამა სოკო, რომელიც ქართულ ბაზარზე ძალიან ადვილი მოსაპოვებელია, გამზადებულს ვყრით ცარიელ ჭურჭელში, ვუმატებთ დაჭრილ წითელ ხახვს და ვიტამინით გაჯერებულ მწვნე ბულგარულს, ამ ყველაფერს მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალთან და ზეთთან ერთად ჩავშუშავთ, ცოტა ხნის შემდეგ კი ბლენდერში ავთქვეფთ, მიღებულ კერძს ვუმატებთ შავ პილპილს და მარილს გემოვნებით.

კერძი შეგიძლიათ პურის სუხართან ერთად მიირთვათ.

ანდრეა გველესიანი გამოგვიტყდა, რომ სამზარეულოში კერძების მომზადება მაინცდამაინც არ ეხერხება, თუმცა დიდი სურვილი აქვს კუბდარის გამოცხობა ისწავლოს. თუმცა გადაცემის ბოლო ნაწილში მსახიობმა ბოსტნეულის გემრიელი სალათაც მოგვიმზადა. თუ ამ კონკრეტული სალათით მეგობრების გამსპინძლებას გადაწყვეტთ დაგჭირდებათ: რამდენიმე პომიდორი, კიტრი, წითელი ბულგარული და პარმიზანი, რომელიც დაჭრილ ბოსტნეულს ზემოდან უნდა დაახეხოთ. ბოლოს კი ისღა დაგრჩებათ ჭიქა ღვინით მაგიდას მიუსხდეთ და გემრიელ სალათთან ერთად თავი საინტერესო საუბრით შეიქციოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ის შესანიშნავად მღერის, მისი შესრულებული სიმღერების ტექსტების უმრავლესობა მას ეკუთვნის, უფრო მეტიც, მომღერალი სულ მალე ჩაწერს სიმღერას, რომლის ტექსტიც თორმეტი წლის ასაკში დაწერა : „სიმღერის ტექსტებს ბავშვობიდან ვწერდი, მიყვრდა ლექსების  წერაც, ეს ის საქმეა, რაც , ვფიქრობ, კარგად გამომდის“.

გადაცემა „მარილი გემოვნებით“ ყოველ ოთხშაბათს , 19:00 საათზე, რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გადის.

 

მარიამ ნებიერიძე

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00