დახურვა
დახურვა
მომღერალ მანანა თოდაძის ვარსკვლავი 27 აპრილს გაიხსნება
27 აპრილს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე სივრცეს, კიდევ ერთი ქართველი მომღერლის, მანანა თოდაძის ვარსკვლავი შეემატება. 

ვარსკვლავის გახსნის დღეს შემსრულებლის გრანდიოზული კონცერტიც იგეგმება, უფრო ვრცლად მომდევნო თვის გეგმებზე რადიო დარდიმანდს მანანა თოდაძე ესაუბრა. 

ქალბატონო მანანა, პირველ რიგში, გილოცავთ, ალბათ, აქტიურ სამზადისში ხართ.

დიახ, ვემზადებით სრული შემართებით, ცოტას ვნერვიულობ, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე წარიმართოს.

ცნობილია, რომ ვარსკვლავის გახსნამდე მსმენელს კიდევ ერთხელ შეხვდებით და გრანდიოზულ კონცერტსაც აჩუქებთ.

ჩემთვის ეს განსაკუთღებული დღეა, ვხვდები მსმენელს, რომელიც ჩემგან საუკეთესო საღამოს ელოდება, ნამდვილად იგეგმება ჩემი კონცერტიც, სადაც მათ რამდენიმე მუსიკალური სიურპრიზი ელით. 

ძველი, მათთვის საყვარელი ჰიტების გარდა, ხომ არ გეგმავთ ახალი კომპოზიციის გაჟღერებასაც?

დიახ, სწორედ ამ სიურპრისზე ვსაუბრობდი, ძველ, მონატრებულ, სიმღერებთან ერთად, ახალიც შესრულდება, ასევე იქნება რამდენიმე დუეტი, თუ ვინ იმღერებს ამ კონცერტზე საიდუმლოდ დავტოვებ. 

თქვენი ქალიშვილი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად მღერის, ალბათ, ძალიან გგულშემატკივრობთ, ხომ არ ვიხილავთ მასაც სცენაზე?

დიახ, რა თქმა უნდა, ლეილა ჩემს კონცერტზე ნამდვილად გამოჩნდება და მსმენელს სიმღერასაც შესთვაზებს, დანარჩენს უკვე თავად მაყურებელი კონცერტზე იხილავს.

მანანა თოდაძის მუსიკალური კარიერა ოც წელზე მეტს ითვლის, თავდაპირველად მომღერალი როკისა და ჯაზის მიმდინარეობის კომპოზიციებს ასრულებდა, მათდამი სიყვარული ბავშვობიდან მოსდევდა, თუმცა მისი რეპერტუარის სტილი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ანსამბლ „ივერიაში“ სიმღერა დაიწყო. 

მარიამ ნებიერიძე.

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00