დახურვა
დახურვა
მის და მისტერ თბილისის შესარჩევი კონკურსი უკვე დაიწყო
თბილისში სულ მალე მის და მისტერ თბილისის სილამაზის კონკურსი გაიმართება. როგორც რადიო დარდიმანდთან საუბარში კონკურსის ორგანიზატორმა, თათა ლემონჯავამ განაცხადა, აღნიშნული კონკურსი აპრილის ბოლოს გაიმართება. 

თათა, როგორც ცნობილი გახდა, შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა, ალბათ, კიდევ აქვთ მსურველებს შესაძლებლობა ობრძოლონ ტიტულის მოსაპოვებლად.

დიახ, ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, ახლა უკვე ონლაინ, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, შანსი ყველას აქვს. 

რამდენად ბევრი მსურველია, მიიღოს მის და მისტერ თბილისის ტიტული?

განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნეოდა, მაგრამ წელს ნამდვილად კარგი კონკურსანტები ვიხილეთ, თუმცა ჩემი რჩეული ჯერჯერობით არ მყავს. 

არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი და მაქსიმუმ რამდენი მონაწილედან აირჩევა საბოლოოდ გამარჯვებული?

კონკურსანტების, როგორც გოგოს ასევე ვაჟის რაოდენობა, 10 დან 15 ამდე იქნება, გვაქვს  შეძღუდული ასაკიც, მონაწილეობის მიღება მხოლოდ 16 დან 25 წლამდე მსურველს შეეძლება. 

თქვენთვის ცნობილი იქნება ჟიურის წევრების ვინაობაც, იქნებ, გვითხრათ ამ ჯერად ვინ შეაფასებს კონკურსანტებს?

ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, წინ ერთი თვეა, შესაბამისად შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს, რაც შეეხება წინა წელს, ბევრი ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები აფასებდნენ მონაილეებს: გია ჯაჯანიძე, მაკა ზამბახიძე, ნანა ნებიერიძე და ასე შემდეგ. 

ცნობილია, რომ  გამარჯვებულს და რჩეულ მონაწილეებს კონკურსის სპონსორები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ, ამ ჯერად რაიმე გრანდიოზულ პრიზს ხომ არ უნდა ველოდეთ?

გვყავს ბევრი სპონსორი კომპანია, რომლებიც დამოუკიდებლად გამოავლენენ თავიანთ რჩეულს და მათთვის სასურველ პრიზსაც გადასცემენ, თუ რა მოხდება წელს, ეს ჩემთვისაც უცნობია, მაგალითად წინა წელს, გამარჯვებულს, ბაქოს საგზური შეხვდა, რაც ძალიან კარგი საჩუქარია. 

კონკურსზე დასწრების მსურველები როგორ შეიძლება მოხვდნენ ფინალზე?

ფინალზე დასწრება მოსაწვევებით ხდება, მოსაწვევების ნაწილი განთავსდება biletebi.ge და ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება შემოგვიერთდეს. 

ორგანიზატორმა ინტერვიუს ბოლოს აღნიშნა, რომ გასნაკუთრებული პარამეტრების მოთხოვნები არ აქვთ, ყურადღება სიმალაზეს და მომხიბვლელობას ექცევა. 

მარიამ ნებიერიძე.

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00