დახურვა
დახურვა
ქართული სამზარეულოდან ყველა კერძი მიყვარს
გადაცემა „მარილი გემოვნებით“, ყოველ ოთხშაბათს, რადიო დარდიმანდის პირდაპირ ეთერში გადის. 

გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანთან, თათული ედიშერაშვილთან ერთად, მოწვეული სტუმარი მსმენელს მორიგი გემრიელი კერძის რეცეპტს აცნობს. 

ამ ჯერად მათ „აკროშკა“ შემოგვთავაზეს, რომლის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტებია: ხუთასი გრამი მაწონი, ამავე რაიდენობის არაჟანი, ერთი კონა მწვანე ხახვი, კამა, სამი ცალი კიტრი, კვერცხი და მარილი გემოვნებით. 

კერძის მოსამზადებლად საჭიროა: არაჟანი და მაწონი გადავურიოთ ერთმანეთში, მოვხარშოთ კვერცხი, კიტრი სასურველია რომ გავთალოთ, მოვათავსოთ არაჟნისა და მაწონის მიქსში, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და მარილს გემოვნებით. 

სალომე ოთხი შვილის დედაა, შესაბამისად, ყოველდღიურად რამდენიმე სხვადასხვა კერძის მომზადება უწევს: „ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად, ცოტა არ იყოს, მიჭირს, ყოველდღიურად რამდენიმე კერძის მომზადება“. სალომეს შვილებს განსაკუთრებულად შემწვარი კარტოფილი უყვართ, რაც შეეხება, თავად სალომე გოგიაშვილს, ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად მოსწონს. 

გადაცემის ბოლოს, სალომემ საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდის „სალმანი“-ს შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ ხარისხითა და კომფორტით გამოირჩევა: „ ძალიან კომფორტულია, ამ ჯერად ვამზადებ კედებსა და ქუსლიან ფეხსაცმელებს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი სეგმენტისთვის“.  ამას გარდა, აქვს საკუთარი ატელიე, სადაც ტანისამოსი იკერება.


მარიამ ნებიერიძე

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00