დახურვა
დახურვა
მჯეროდა, რომ ყველფერი გამომივიდოდა
გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულს“ ყველასთვის საყვარელი მომღერალი ლექს-სენი ესტუმრა, შემსრულებელი საკმოდ იდიდ ხნია, რაც თაყვანისმცემლებს ეკრანზე მისი ხილვით აღარ ანებივრებს. ამ ჯერად ის რადიო „დარდიმანდს“ესტუმრა ახალი სიმღერებითა და სამომავლო გეგმებით. 

სანამ უშუალოდ მის შემოქმედებაზე ვისაუბრებთ, მომღერლის ბავშვობს გადავავლოთ თვლი, მისი თქმით, ამ პერიოდის მოგონებები ყველაზე მძაფრი და ამავდროულად საუკეთესოა: „ჩემი ბავშვობა, დღევანდელი თაობისგან განსხვავებით, ცოტა უფრო აქტიური იყო, უფრო ბევრს ვთამაშობდით, არ იყო ტექნოლოგია: მობილური, პლანშეტი და სხვა რაღაცებით ვიქცევბით 
თავს“.

სურდა გამომძიებელი ან მონადირე გამოსულიყო, თუმცა პროფესიით კულტუროლოგი გახლავთ, მეგობრის თხოვნით, პრალელურად ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში: „ჩემმა მეგობარმა მითხრა, აკადემიაში ლამაზი გოგონები სწავლობენო, მეც დავუჯერე“ (იცინის). 

სასიამოვნო და თანაც რთული, ასე იხსენებს სტუდენტობის წლებს. მომღერალს ბევრ სხვადასხვა ადგილას მუშაობა მოუწია, ეს ის დროა, როცა უკვე იწყებს ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობის სიმღერების ჩაწერას, რომელსაც გარკვეული ფინანსები სჭირდებოდა: “ვმუშაობდი მშენებლობებზე, ფოსტალიონადაც კი და თანხას სიმღერისთვის ვაგროვებდი, მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა“.


რიგით პირველი სიმღერაც მალევე ჩაწერა „არ თქვა უარი“, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო კომპოზიცია, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლოს ბიგ-თიკოსთან ჩაწერილი დუეტი „გესმოდეს“ გახლდათ, ის ლექს-სენის სოლო კონცერტზე პირველდ გაჟღერდა და მასამაც მალევე აიტაცა. მოგვინებით იყო არა ნაკლებ პოპულარული ახალი დუეტი ძმასთან, მინდოზასთან ერთად. 

ჰიპ-ჰოპის მომღერალს მეუღლე და ვაჟი ჰყავს, მეორე ნახევარი უკრაინში გაიცნო და უკვე წლებია საქართველოში ბედნიერად ცხოვრობენ: „ქართული კარგად ისწავლა, ყოველ შემთხვევაში ვერაფერს მოატყუებ „ (იცინის). მამის ამპლუაში თავს განსაკუთრებულად გრძნობს და ცდილობს, თავისუფალი დრო შვილს დაუთმოს. 

„შესანიშნავ შვიდეულში“ შემსრულებლის ორი სიმღერის პრემიერა შედგა, რიგით პირველი სიმღერა დუეტი რეპერ ხვალესთან გახლავთ, სათაურით „ჩემი იდეალური“ რომლის ვიდეო რგოლი ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ იხილოთ, ხოლო, რიგით მეორე სიმღერა სათაურით „ნუ ხარ დაძაბული“ გახლავთ. 

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ამბობს, რომ აქტიური პერიოდი აქვს კარიერაში, დაწყებული აქვს სოლო სიმღერის ჩაწერაც, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მასშტაბური კონცერტის გაკეთებასაც გეგმავს: „ბოლოსთვის ისეთი სიმღერები მაქვს შემონხული, რომ დარწმუნებული ვარ, მსმენელს ძალიან მოეწონება“. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00