დახურვა
დახურვა
რაღაც სხვა - ლელოს სიმღერის პრემიერა

რადიო დარდიმანდის მუსიკალურ ბაზას, მომღერალ ლელოს ახალი, რიგით მესამე სიმღერა შეემეტა. მსმენელს უკვე შესაძლებლობა აქვს შემსრულებლის ახალი კომპოზიცია სახელწოდებით „რაღაც სხვა“ FM 97.1 მოისმინოს. 

ლელო, თქვენს ერთგულ მსმენელს დააინტერესებს, ვინ არის სიმღერის ტექსტის ავტორი? 

სიმღერის ტექსის ავტორი მიქაილი გახლავთ, რაც შეეხება მუსიკას ის ბატონმა ბადრი ფილიშვილმა შექმნა, ხოლო საბოლოო არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის. 

ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ რაზეა სიმღერა და რატომ უნდა მოვუსმინოთ? 

სიმღერა გაზაფხულზეა, სიყვარულზე და ყველაფერ კარგზე, რაც მთავარია ძალიან კარგი მოსასმენია და დარწმუნებული ვარ, მსმენელს ის ძალიან მოეწონება. სიმღერის დროს ერთ-ერთ ლექსს მსახიობი ზურა ყიფშიძე არაჩვეულებრივად კითხულობს, რაც უფრო მეტ ელფერს მატებს კომპოზიციას. 

მუშაობთ ახალ სიმღერაზე?

დიახ, ახალ სიმღერაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, სავარაუდოდ, ის ზაფხულში გამოვა, მასზე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ, ყველანაირ სიახლეს აუცილებლად შეგატყობინებთ. 

როგორც ლელომ აღნიშნა, სიმღერა სიყვარულზე, გაზაფხულზე და საუკეთესო გრძნობებზეა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მოვისმინოთ „რაღაც სხვა“. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00