დახურვა
დახურვა
ამ კომპოზიციით სიყვარულს ვუმღერი

მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა რადიო დარდიმანდის მსმენელს ახალი სიმღერა შესთავაზა. კომპოზიციის სახელწოდება „შენ ხარ ის“ გახლავთ, როგორც თავად ამბობს, სიმღერა სიყვარულზეა. 

ტატო, სიმღერა შინაარსიდან გამომდინარე, ძალიან რომანტიკულია, ვინ იმუშავა მის საბოლო ვარიანტზე?

სიმღერის ტექსტი და მუსიკა არაჩვეულებრივ მომღერალს, ბატონ ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის, როგორც აღნიშნე, კომპოზიცია ძალიან რომანტიკული და სასიამოვნო მოსასმენია, სიყვარულს ვუმღერი, ისეთია, ერთი მოსმენით რომ მალევე შეიყვარებ და დაიმახსოვრებ. ქართველები მუდამ ამ საოცარ გრძნობას ვუმღერით, ეს სიმღერაც არაა გამონაკლისი, კარგი ქართული მელოდიაა. 

საინტერესოა, ვის ეკუთვნის არანჟირება?  

არანჟი გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ვფიქრობ, ორიგინალურად და საოცრად საინტერესოდ გააკეთა.  

ალბათ, ახალ სიმღერაზე უკვე მუშაობ?  

რა თქმა უნდა, დიდი გეგმები გვაქვს, მალე შეიქმნება ახალი სიმღერა, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საბოლოო ვარიანტამდე მუშავდება, ამ შემთხვევაში სიმღერას ჩემთან ერთად რამდენიმე გუნდი შეასრულებს, მრავალხმიანი და კარგი მოსასმენი იქნება. 

ახალ სიმღერასთან ერთად, კლიპის გადაღებასაც ხომ არ უნდა ველოდოთ?  

დიახ, ეს ის კომპოზიციაა, რომელსაც კლიპი აუცილებლად სჭირდება. ამაზეც ვმუშაობთ და სრულყოფილი სახის მიცემის შემდეგ აუცილებლად შედგება მისი პრემიერა.

ტატო გოდერძიშვილის შემოქმედებას რადიო „დარდიმანდის“ მსმენელი კარგად იცნობს, ახლა კი უკვე შეგიძლიათ ახალი სიმღერა „რაღაც სხვა“ მისი სიმღერების მსგავსად შეიყვაროთ. 

მარიამ ნებიერიძე 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00