დახურვა
დახურვა
თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება
თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების კოლექციები, იგეგმება უამრავი ღონისძიება, უკვე ცნობილია, მოდის კვირეულის ჩატარების ადგილიც, ამ და სხვა დეტალებზე, რადიო „დარდიმანდი“ თბილისის მოდის კვირეულის პიარ-მენეჯერს ჯაბა სიხარულიძეს ესაუბრა. 

ჯაბა, სად გაიმართება აღნიშნული ღონისძიება და რომელი სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ დიზაინერები? 

ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს, წარმოდგენილი იქნება 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები. 

ალბათ, ცნობილია დიზაინერების ვინაობა, თუ ვინ წარადგენს შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, წლევანდელ მოდის კვირეულზე.

ქართველი დიზაინერების გარდა, გაიმართება უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება, მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

კვირეული ოთხ დღეს მოიცავს, ჩვენებების გარდა, იგეგმება თუ არა სხვა ღონისძიებები? 

პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, მათ შორის ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება.

წელსაც ხომ არ მოსიჯნავენ ძალებს დამწყები დიზაინერები?

დიახ, კვირეული ყოველ სეზონზე განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. მოეწყობა დამწყებ დიზაინერთა კონკურსი და ათამდე ახალბედა წარსდგება ჟიურის წინაშე.

როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა: იტალიური, უკრაინული და პოლონური ვოგი. ამას გარდა, საქართველოს ეწვევა ოცდაათამდე საერთაშორისო მოდის ჟურნალისტი. 


მარიამ ნებიერიძე

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00