დახურვა
დახურვა
კერძები, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს, ყველას მომზადება ვიცი

ცნობილი ქართველი მომღერალი, გია სურამელაშვილი, რადიო „დარდიმანდის“ გადაცემას „მარილი გემოვნებით“ სტუმრობდა. 

მომღერალმა გადაცემის წამყვანთან ერთად, ხაჭოს ნამცხვარი მოამზადა. თუ იმავე ნამცხვრის მომზადებას ისურვებთ, სახლში აუცილებლად უნდა გეგულებოდეთ: ხაჭო, არაჟანი, კარაქი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ჟელატინი, რომელიც ოდნავ მოგვიანებით წყალში უნდა გაიხსნას, ქიშმიში და ვანილი. 

თუ ყველა ზემოთაღნიშნული ინგრედიენტი მოიძიეთ, მომზადების წესსაც გაგაცნობთ: საჭიროა ბლენდერში ჩავასხათ ნახევარი კილოგრამი ხაჭო, 200 გრამი არაჟანი, 100 გრამი კარაქი, ერთი ვანილი და თბილ წყალში დამბალი ჟელატინი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გადაცემის  სტუმრის მსგავსად, განსაკუთრებულად ტკბილი ნამცხვარი გიყვართ, შეგიძლიათ ორი, სამი სუფრის კოვზი შაქარიც დაამატოთ და მასთან ერთად ყველაფერი ბლენდერში ავთქვიფოთ. მიღებული მასა უნდა გადავიტანოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მშრალი ქიშმიში და ხუთი საათით მაცივარში შევინახოთ, რის შემდეგაც მზად იქნება დასაგემოვნებლად. 

როგორც აღმოჩნდა, შემსრულებელს განსაკუთრებულად ხორციანი კერძები უყვარს: „ძალიან გემრიელი გამომდის ჩაქაფული, ზოგადად, რაც მიყვარს, ყველა კერძის მომზადება ვიცი, თანაც ძალიან მცირე დროში ვახერხებ ამას“.

გადაცემის მსვლელობის დროს, მომღერალი, ქართულ შოუბიზნესსაც შეეხო: “თითზე ჩამოსათვლელი შემსრულებლები ვართ, რომლებიც რამეს ვაკეთებთ ჩვენი პროფესიით“. თვლის, რომ წლების წინ, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა და თავისი მონაცემებით შეძლო ჩვიდმეტი წლის ასაკში ფილარმონიის სცენაზე დამდგარიყო: “ ჩემი ვოკალური მონაცემების გარდა, განსხვავებული ვიყავი გარეგნულადაც, ამანაც ხელი შემიწყო წარმატებაში“. 

პროფესიით მსახიობი გახლავთ, ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა იმ დროისთვის, ის უკვე წარმატებული მომღერალი იყო, ამიტომ ფილმებს და კინო-კარიერას საბოლოოდ უთხრა უარი. თავის განსაკუთრებულ იმიჯზეც თავად ზრუნავს, როგორც განმარტავს, ეს მისი შინაგანი სამყაროს გამოვლინებაა: „შინაგანად ასეთი ვარ, თუმცა სცენის გავლენაცაა, სახლში კი სულ სხვანაირად, ძალიან თავისუფალი სტილით დავდივარ“. 

გადაცემა „მარილი გემოვნებით“ მორიგი კერძითა და მორიგი სტუმრით, მომავალ ოთხშაბათს დაბრუნდება. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00