დახურვა
დახურვა
ანსამბლ ერისიონის საქველმოქმედო კონცერტი 19 აპრილს გაიმართება
19 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი „ერისიონი“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. 

დაგეგმილი ღონისძიების დელატებზე რადიო „დარდიმანდს“ „ერისიონის“ პიარ-მენეჯერი თათა ჭკუასელი ესაუბრა. 

თათა, საკმაოდ მასშტაბური კონცერტი იგეგმება, გვიამბეთ ღონისძიების დეტალებზე, სად და რომელ საათზე გაიმართება?

კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 19 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება, მაყურებელს წინ დიდი და დაუვიწყარი შოუ ელოდება. 

წლებია საქველმოქმედო კონცერტებს მართავთ და კონკრეტულ ადამიანებსა თუ ოჯახებს ეხმარებით, ამ ჯერად ვის დასახმარებლად გაერთიანდით? 

ჩვენ „ბერი ანდრეას ფონდის“ დასახმარებლად გავერთიანდით, მათ ჩვენი გვერდში დგომა ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ისინი, თავის მხრივ, მიუსაფარ და ონკოლოგიური დაავადების მატარებელ ბავშვებს ეხმარებიან, მათი და ჩვენი სურვილია ავაშენოთ სარეაბილიტაციო სახლი, რომელსაც „ბედნიერი სახლი ქვია“. ჩვენი ღონისძიების ლოზუნგიც ესაა - „ერთად ავაშენოთ ბედნიერი სახლი“ . 

რა პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე ანსამბლი და თუ იგეგმება სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობა კონცერტში? 

ამ ჯერად მხოლოდ „ერისიონის“ სოლო კონცერტი იგეგმება, ის ძალიან მასშტაბური გახლავთ, ორ საათნახევრიანი პროგრამით წარვსდგებით მაყურებლის წინაშე. გვაქვს განახლებული პროგრამა, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს დარბაზში მსხდომ ადამიანებზე. 

სად შეიძლება კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა და მისი ღირებულებაც რომ გვითხრათ?

მსურველებს ბილეთების შეძენა საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და Ticket.ge ზე შეუძლიათ, რაც შეეხება ბილეთის ფასს, იგი საგანდებოდ შევამცირეთ, რათა ყველამ შეძლოს მისი შეძენა, მათი ღირებულება 15 ლარიდან იწყება და მიღებული თანხა მთლიანად მოხმარდება „ბედნიერი სახლის“ აშენებას. 

„ქართული საგანძური“ ასე ქვია პროგრამას , რომლითაც „ერისიონი“ ორ საათნახევრიანი სანახაობით წარსდგება ჩვენს წინაშე და ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა ავუშენოთ „ბედნიერი სახლი“ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00