დახურვა
დახურვა
გორან ბრეგოვიჩის კონცერტი თბილისში
მსოფლიოში ცნობილი სერბი მომღერალი, გორან ბრეგოვიჩი, 15 აპრილს თბილის ეწვევა, სიყვარულის დღეს ქართველ თაყვანისმცელმელს შემსრულებელი გრანდიოზულ კონცერტს აჩუქებს. 

დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით რადიო „დარდიმანდის“ კითხვებს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „არტ მედია გრუპის“ დამფუძნებელმა - ლელა ასლანიკაშვილმა უპასუხა. 

ქალბატონო ლელა, ცნობილია, რომ 15 აპრილს დაუვიწყარი კონცერტი ელის გორან ბრეგოვიჩის თაყვანისმცემელს, როგორ ემზადებით ამ დღისთვის? 

ეს დღე, დარწმუნებული ვარ, დიდხანს დაამახსოვრდება ქართველ მსმენელს, თავად მომღერალიც განსაკუთრებულად ელოდება მათთან შეხვედრას, მისი დათანხმება საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, აქვს დიდი საგასტროლო ტურნე და ძალიან გადატვირთული გრაფიკი. 

ცნობილია, რომ ის მარტო არ მოგზაურობს და უცვლელი შემადგენლობის ბენდი დაყვება.

დიახ, მისი ბენდი ნამდვილად მუდამ უცვლელია, გამონაკლისი არც საქართველოა, ისინიც, შემსრულებლის მსგავსად, შეყვარებულნი არიან საქართველოზე.

ძველი, ცნობილი ჰიტების გარდა, თუ შემოგვთანზებს ახალ კომპოზიციებს?

დიახ, რა თქმა უნდა, ძველი ჰიტების გარდა ბევრი შედარებით ახალი სიმღერაც შესრულდება, ძირითადად იმღერებს იმ კომპოზიციებს, რაც ქართველმა მაყურებელმა მოითხოვა. 

ხომ არ იგეგმება გარკვეული სახის სიურპრიზი, მაგალითად ქართველ მომღერლებთან დუეტი? 

მსგავსი რამ გადაწყვეტილი გვქონდა, თუმცა ამ გეგმამ საახალწოდ გადაიწია, ამას წინათ ჩამოსული იყო მისი არტ დირექტორი და ერთგვარი გასეირნება მოვუწყვე, მისთვის აღმოჩენა იყო, როცა მართმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა ერთად ნახა, ავუხსენი, რომ ეს ქართველებისთვის ჩვეული ამბავია და რომ რელიგიურ თემაზე ჩვეთან კონფლიქტი არ ყოფილა, ამის შემდეგ გადაწყვიტა გაეკეთებინა ბრეგოვიჩის ძალიან ცნობილი პროქტი „სამი წერილი სარაევოდან“, რომელშიც სამი მევიოლინე იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს განასახიერებს და აღწერილია თუ როგორ უნდა იცხოვრონ ერთად. ამ ჯერად კი მხოლოდ მისი სოლო კონცერტი იქნება. 

არის თუ არა ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ბილეთები და სად შეიძლება მათი შეძენა?

ჯერჯერობით ბილეთები არის, მათი შეძენა სპორტის სასახლის სალაროში, Bileebi.ge და Ticket.ge - ა შესაძლებელი.

გორან ბრეგოვიჩი ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩამოდის და საქართველოზე შეყვარებული შემსრულებელი 15 აპრილს სიყვარულის დღეს პირადად მოგვილოცავს. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00