დახურვა
დახურვა
ახალი სიმღერის პრემიერა (ვიდეო)

მომღერალმა ლევან ჯორჯიაშვილმა რადიო “დარდიმანდის“ მსმენელს ახალი სიმღერა შესთავაზა. კოპოზიციის სათაური „მზეო, სიმღერა მინდა“ გახლავთ, როგორც თავად შემსრულებელი ამბობს, სიმღერა ყველა იმ დადებით ემოციაზეა, რომელიც გაზაფხულს მოაქვს. 

ლევან, კომპოზიცია სასიამოვნო და კარგი მოსასმენია, ვინ მიიღო მის შექმნაში მონაწილეობა? 

სიმღერის ტექსტი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის, მუსიკა ბეჟო ამირანაშვილს, შესანიშნავი არანჟირება დათო უგრეხელიძეს, სიმღერაც მისსავე სტუდიაში ჩაიწერა. 

რაზეა სიმღერა და როგორ ფიქრობ, რატომ უნდა შევიყვაროთ?

სიმღერა სიყვარულზეა, გაზაფხულზე, მზეზე, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერ კარგზე, სეზონურია და მხიარული, ახლა უკვე მსმენელზეა მისი ბედი დამოკიდებული.

მარტივად დასამახსოვრებელი მელოდიაა, თანაც მხიარული.

დიახ, ასეც იყო ჩაფიქრებული, გვინდა მსმენელმა მალევე დაიმახსოვროს მელოდია და რაც მთავარია, მალევე შეიყვაროს. 

სამომავლოდ კლიპის გადაღებაც ხომ არ არის გეგმაში?

ამაზეც ვფიქრობ, რა თმქა უნდა, სურვილი დიდია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, კლიპის პრემიერაც მალე შედგეს. 

როგორც მომღერალმა აღნიშნა, სიმღერა გაზაფხულზე და სიყვარულზეა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ვუსმინოთ მზეს, რომელსაც სიმღერა უნდა. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00