დახურვა
დახურვა
ქალაქურ მოტივებზე შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერა (ვიდეო)

მომღერალმა ბესო გოგოლაშვილმა რადიო „დარდიმანდის“ მსმენელს ახალი სიმღერა შესთავაზა. „ენკენის თვე“ ასე ქვია სიმღერას, რომლის მოსმენაც უკვე ჩვენს ეთერში შეგიძლიათ.

ეს შემსრულებლის რიგით მეორე სიმღერაა, როგორც თავად ამბობს, მომავალშიც აპირებს მსგავსი, სასიამოვნო კომპოზიციებით ჩვენს განებივრებას. 

ბესო, რატომ „ენკენის თვე“, რამე ისტორია ხომ არ ახლავს თან მის შექმნას?

დიახ, ეს სიმღერა შემოდგომის დღეს არის დაწერილი, როგორც სიმღერის ავტორი ამბობს, მან აღნიშნული კომპოზიცია სიყვარულს მიუძღვნა, ის ერთ დროს ძალიან შეყვარებულმა შექმნა და კარგიც, ალბათ, ამიტომ გამოვიდა. როცა მისი შესრულება გადავწყვიტე მითხრა: მე ჩემს სიყვარულს მივუძღვენი, რომელიც არ დაბრუნდება და შენ ვისთვისაც გინდა იმღერეო, მე მას ყველას ვუძღვნი. 

აქვე გვითხარით, ვინ არის სიმღერისა და ტექსტის ავტორი? 

ტექსტი სოფო რაფაელას ეკუთვნის, მის არანჟრებაზე მარიამ ქაცარავამ იზრუნა, კომპოზიცია ქალაქურ მოტივებზეა შექმნილი და ამიტომაც არის სასიამოვნო მოსასმენი, ამავდროულად მხიარულიცაა. 

ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ კლიპის გადაღებას?

კლიპის გადაღება არა, მაგრამ ვიდო რგოლის გაკეთება ძალიან მინდა, მუშაობა დაწყებული მაქვს და მომავალში, სავარაუდოდ, მსმენელსაც შევთავაზებთ. 

ბესო გოგოლაშვილის სიმღერა „სატრფიალო“ გამოჩენისთანავე მსმენელმა მალევე შეიყვარა, ვნახოთ, როგორი შეაფასება ექნება მის მორიგ სიმღერას „ენკენის თვე“, რომელიც შემოდგომის ერთ საღამოს დაკარგულ სიყვარულს მიეძღვნა. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00