დახურვა
დახურვა
თბილისში რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი გაიმართება
თბილისი რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს, წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის საერთაშორისო დღე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად აღინიშნება. 

ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებსა და ღონისძიებების დეტალებზე რადიო „დარდიმანდს“  Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე ესაუბრა. 

ბატონო გიორგი, რამდენ დღიანია ფესტივალი და კონკრეტულად სად გაიმართება?

ფესტივალი 28, 29 და 30 აპრილსაა დაგეგმილი. მსოფიო ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 30 აპრილს გრანდიოზული კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 28 და 29 აპრილის ღონისძიებები, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ივენთ ჰოლში იქნება წარმოდგენილი. 

რომელი ცნობილი ჯაზ შემსრულებლების ხილვაა შესაძლებელი ფესტივალის ფარგლებში? 

28 აპრილს თქვენს წინაშე BAD PLUS წარსდგება, 29 აპრილს NATURALLY 7, ხოლო 30 აპრილს, ჯაზის საერთაშრისო დღეს ჩვენთან ერთად  RAVI COLTRANE აღნიშნავს. ასე, რომ ჩვენთან მოსულ მსმენელს წინ დიდი და გრანდიოზული შოუ ელოდება. 

სცენაზე, ქართველ შემსრულებლებსაც ხომ არ ვიხილავთ? 

დიახ, სცენაზე ამ სამი დღის განმავლობაში ორი ქართული ბენდი წარსდგება, რომელთა უმეტესობა კონსერვატორიის ახალგაზრდა კურსდამთავრებულები არიან. ჩვენ მათაც მივეცით შანსი ამ უდიდეს ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე მდგარიყვნენ. 

სად არის ბილეთების შეძენა შესაძლებელი და მათი ფასიც რომ გვითხრათ? 

ბილეთების შეძენა, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და ონლაინ, Ticket.ge - ზე არის შესაძლებელი. მათი ფასი 60 ლარიდან იწყება. წინ დიდი და გრანდიოზული შოუ გველოდება, ეს ფესტივალი განსაკუთრებულ სიამოვნებას მიანიჭებს ჯაზის მოყვარულებს. 


მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.





გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00