დახურვა
დახურვა
დავინახე სამი ცალი ბოლოკი, შევწვი და ჭამის დროს ტირილი დავიწყე

რადიო „დარდიმანდის“კულინარიული გადაცემის სტუმარი ცნობილი ტელე-წამყვანი გია ჯაჯანიძე გახლდათ.

გია ჯაჯანიძე ყველასთვის საყვარელი ტელე-წამყვანი გახლავთ, ერთ დროს მის ორიგინალურ იმიჯზე ყველა საუბრობდა, თუმცა რაც უნდა გასაკვირი იყოს, აღმოჩნდა, რომ სამკაულები, რომლითაც ყველას თავი დაგვამახსოვრა, არ უყვარს: “ეს უბრალოდ იმიჯია, ხალხს მოსწონს, მე პირადად დისკომფორტსაც კი მიქმნის“. ამავდროულად ყველა იმ ბეჭედს, რომელსაც ატარებს, თავისი ისტორია აქვს, ერთ-ერთ მათგანზე გვიამბო კიდეც: „ჩემი ერთ-ერთი ბეჭდით სიღარიბეს ძეგლი დავუდგი, წლების წინ, როცა ძალიან მიჭირდა, ვერცხლი მქონდა, სიდუხჭირის გამო, სასურველი ბეჭედი ვერ გავაკეთე, ახლა ის ოქროში მაქვს ჩასმული და სულ თან ვატარებ“.

არ სწყინს, როცა მასზე ჭორაობენ და ზოგჯერ აუგადაც მოიხსენიებენ, თვლის, რომ 
ადამიანის უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი. ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ღირებული აქვს ცუდმა ადამიანებმა ასწავლეს: “მე ყოველთვის ვცდილობ, მათნაირი არ ვიყო“. 

იხსენებს იმ წლებსაც, როცა ჯერ კიდევ არავინ იცნობდა, ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოსულ ახალგზარდა სტუდენტს უამრავი ოცნება ჰქონდა, მასზე ბევრს იცინოდნენ და ჭორაობდნენ: „შეიძლება ითქვას, ცალ-ცალი კალოშიც ჩამოვედი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, წლების შემდეგ რომელიღაც ღონისძიებაზე მართლა კალოშებით მივედი“.

პროფესიით მსახიობი და ფსიქოლოგი გახლავთ, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა მალევე ხვდება მათ დამოკიდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი საქართველო იცნობს, არ თვლის, რომ ვარსკვლავია, ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი: „დავდივარ ბაზარში, შევდივარ მეორადებში, მიყვარს ყველა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00