დახურვა
დახურვა
გურმანი არ ვარ, თუმცა ჩემი მეუღლის მომზადებულ კერძებს დიდი სიამოვნებით მივირთმევ
რადიო „დარდიმანდის“ გადაცემას „მარილი გემოვნებით“ მორიგი სტუმარი ეწვია. ამჯერად თათული ედიშერაშვილთან ერთად, მუსიკალური ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ სოლისტმა, რეზო ბლიაძემ შემწვარი ორაგული სალათთან ერთად წარმოგვიდგინა. 

გადაცემის სტუმარი, როგორც თავად ამბობს, კერძების მომზადება არ ეხერხება, გურმანიც კი არ არის, მისი საყვარელი კერძი, რომელიც ძალიან ხშირად შეუძლია მიირთვას, შემწვარი კვერცხია: “ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ კერებს ამზადებს, მიუხედავად იმისა, რომ გურმანი არ ვარ, მის გაკეთებულს სიამოვნებით მივირთმევ“. 

რაც შეეხება ჯგუფის კარიერას, სოლისტის თქმით, საინტერესო ამბები ხდება, აქვთ ახალი სიმღერები, რომელზეც, უახლოეს მომავალში, კლიპის გადაღებასაც აპირებენ: “კარგი ისაა, რომ ჯგუფის კონცერტებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ძალიან მახარებს“. 

ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერა „მეგობარო გაიცინე“, ბორჯობში მეგობართან (ლელო ხოტივარი) ერთად ყოფნის დროს დაწერა, მსმენელმა ის ძალიან მალე შეიყვარა. 

რაც შეეხება ჯგუფის სამომავლო გეგმებს, როგორც რეზო ბლიაძე ამბობს, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს) ღია ცის ქვეშ, კონცერტის გამართვა იგეგმება: “ძალიან მინდა, ბავშვებს ლამაზი დღე ვაჩუქო, იმედია, გამოგვივა“. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00