დახურვა
დახურვა
ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა

გუშინ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა, ერთგულ მსმენელებს ახალი კლიპი შესთავაზა. 

„გულს“ ასე ქვია სიმღერას, რომლის ჩვენებაც „ფაბრიკაში“ საზეიმოდ გაიმართა. ღონისძიებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ნინის მეგობრებიც. 

სიმღერის პრემიერასა და მომღერლის ემოციებზე თავად ნინი ბადურაშვილი რადიო „დარდიმანდს“ ესაუბრა. 

ნინი, ვის ეკუთვნის სიმღერა და ვინ მიიღო მონაწილეობა მის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში?

სიმღერის ავტორი მე გახლავართ, ეს ჩემი რიგით მეორე საავტორო სიმღერაა, ტექსტის ავტორი შესანიშნავი მომღერალი, თემო საჯაია გახლავთ, არანჟი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, კლიპის რეჟისურაზე კი ლაშა ცერიაშვილმა იმუშავა. 

საკმაოდ ორიგინალური კლიპია, თანაც შავ-თეთრი...

დიახ, ასე გადავწყვიტეთ, ვფიქრობ, რაღაცით განსხვავებულია, ოთხი დღე ვიღებდით, საკმაოდ რთული გადასაღები აღმოჩნდა, მაგრამ ღირდა. 

ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე და შენი მეგობრები ესწრებოდნენ, როგორ შეგიფასეს ნამუშევარი? 

მართლაც, ბევრი ჩემთვის საყვარელი მომღერალი ესწრებოდა: სალომე ბაკურაძე, მაკა ზამბახიძე, სოფო ნიჟარაძე, როგორც მითხრეს ძალიან მოეწონათ, მუდამ მგულშემატკივრობენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. 

კლიპში იმიჯიც თანხვედრაშია, შავი ფერის სამოსი გაცვიათ, თანაც საკმაოდ ორიგინალური, ვინ იზრუნა ამ ყველაფერზე?

გამომდინარე იქედან, რომ შავ-თეთრი კლიპია, გადავწყვიტეთ შავი სამოსი ჩამეცვა, ამ ყველაფერზე კი დიზაინერმა ანუკი ქებურიამ იზრუნა. 

როგორ შეგიფასად ეკა კახიანმა ნამუშევარი?

ძალიან მოეწონა, ეკა მუდამ მაძლევს საინტერესო რჩევას და ხშირად ვითვალისწინებ.

ზაფხულიც მოდის და ბევრი მომღერალი ცდილობს ცხელ სეზონს შემოქმედებითი გეგმებით დახვდეს, შენ თუ მუშაობ რაიმე პროექტზე?

ზაფხული მოდის და მე ეს ძალიან მახარებს, მაქვს ბევრი გეგმა, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ მალე შევთავაზებ მსმენელს, მინდა მათ ქართული სიმღერა ევროპული ჟღერადობით შევთავაზო, ყველაფერი წინ არის.

კომპოზიცია „გულს“ ნინის რიგით მეორე საავტორო ნამუშევარია, პირველი იყო „მხოლოდ შენთვის“, რომელიც დღემდე პოპულრობით სარგებლობს, ახალი სიმღერის ბედი კი, ახლა უკვე მსმენელზეა დამოკიდებული. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00