დახურვა
დახურვა
უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი

გადაცემა „შესანიშნავ შვიდეულს“ ტრადიციულად მორიგი სტუმარი ეწვია. ამ ჯერად თავისი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ლაშა ღლონტმა ისაუბრა. 

მომღერალი წარმოშობით ბათუმიდან გახლავთ, თვლის, რომ ქალაქი, სადაც გაიზარდე განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს, სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ლამაზი, წვიმიანი ბათუმი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.

სიმღერა პატარაობიდანვე უყვარდა, თამაშობდა ფეხბურთსაც, რომელიც ძალიან კარგად გამოსდიოდა: „არავის ჯერა, როცა ვამბობ, რომ კარგად ვთამაშობდი, ფეხბურთს რომ გავყოლოდი, უკეთესი მოთამაშე ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი ვარ“. ერთ-ერთი თამაშის დროს ტრავმა მიიღო და ასე დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერაც.

ხალხური სიმღერის შესრულებაც მალევე დაიწყო, იხსენებს, რომ წლების წინ, როცა მომღერალი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ამ ჟანრის სიმღერების შესრულება საამაყო საქციელად არ მიიჩნეოდა, ხალხურ ანსამბლშიც ძალდატანებით ჩარიცხეს, თუმცა ეს ჟანრი მალევე შეიყვარა: “სიმღერაში შეჯიბრი არ მიყვარს, მაგარამ ამ პერიოდში ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პრიზებიც უხვად შემხვდა“. მიუხედავად აქტიური სამომღერლო ცხოვრებისა, არასდროს უფიქრია დიდ სცენაზე ემღერა. ყჰავს და, რომელიც ასევე შესანიშნავად მღერის, მაგრამ საჯაროდ სიმღერას ერიდება, მომღერალი იხსენებს, თუ როგორ აუხდა თავის დას ოცნება და  საყვარელ მომღერალთან, გოგი დოლიძესთან ერთად, დიდ სცენაზე დადგა: “გოგის კონცერტზე, რომელიც ბათუმში ტარდებოდა, ჩემმა დამ ბილეთი ვერიშოვა, რის გამოც ძალიან მოწყენილი იყო, იმ დღესვე ჩვენთან სახლში გოგი გვესტუმრა, უთხრა თუ როგორ მოეწონა ჩემი და ჩემი დის ჩაწერილი სიმღერა და მასთან ერთად სცენაზე დადგომა შესთავაზა“.

ყვება მამაზეც, რომელსაც მძიმე ქრონიკურლი დაავადება აწუხებდა, სახლიდან გასვლის შემდეგ მახსოვრობის პრობლემებიდან გამომდინარე, შინ ვეღარ დაბრუნდა, რამდენიმე დღეში კი გარდაცვლილი იპოვეს, გასაოცარი ის არის, რომ მალევე აღმოჩენილი იქნა მისი თექვსმეტი წლის ასაკში შესრულებული ნახატი, სადაც გარდაცვალების ადგილია დახატული და წინ მოხუცი კაცი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიდის: „ეს ნახატი როცა ვნახე, არ მჯეროდა, მაშინ ბევრი რამის ვირწმუნე“. 

რაც შეეხება სტუდენტობის წლებს, მისი გავლა პოლიტიკურად რთულ პერიოდში მოუწია, სწორედ ამ დროს შეირთო მეუღლე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ, ამბობს, რომ ქართულმა სიმღერამ და მეგობრებმა გადაარჩინეს. ახლა ის უკვე ბაბუაა და თავს ბაბუის ამპლუაში ძალიან ბედნიერადაც გრძნობს. 

კომპოზიცია, რომელმაც გარდატეხა მოახდინა მომღერლის კარიერაში იყო „მონატრებიხარ ფიქრებს“, მღეროდნენ ყველგან და ამ სიმღერის ფონზე უხსნიდნენ წყვილები ერთმანეთს სიყვარულს. 

ლაშა ღლონტი ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდება იქ მცხოვრებ ქართველებს და მათ კონცერტებსაც ჩუქნის. 

გადაცემის ბოლოს მომღერალმა რადიო „დარდიმანდის“ მსმენელს ახალი ექსკლუზივი შესთავაზა, „ძველი ჰანგი“ ასე ქვია კომპოზიციას, რომელიც მხოლოდ დარდიმანდის ტალღაზე დღეიდან შეგიძლიათ მოისმინოთ. 

შესანიშნავი შვიდეული კი მომავალ ხუთშაბათს მორიგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ. 

მარიამ ნებიერიძე.

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი. 

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00