დახურვა
დახურვა
ივერია ოქროს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში
თემურ თათარაშვილი ყველა თაობის საყვარელი შემსრულებელია, სწორედ ის გახლდათ რადიო „დარდიმანდის“ გადაცემა „შესანიშნავი შვიდეულის“ სტუმარი, რომელმაც მონატრებულ მსმენელს საკუთარ ბავშვობაზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

საუბარი ოთხი წლის ასაკში დაიწყო, იუმორით იხსენებს გაოცებული მშობლების რეაქციას, როცა მათ პირველად რაღაც ჰკითხა. იყო ცელქი, მაგრამ ოჯახის წევრები სრულ თავისუფლებას აძლევდნენ, თითქმის არაფერზე ტუქსავდნენ და ამიტომ მისი ცხოვრების ეს პერიოდი განსაკუთრებულად ლაღი აღმოჩნდა. 

საუბრის დაწყებიდან მალევე, მუსიკალურ სამყაროშიც თავისდა უნებურად მოხვდა, ამბობენ, რისი ნიჭიც გაქვს მოსვენებას არ მოგცემსო, მის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ემღერებოდა და მღეროდა კიდეც. მღეროდა დედაც, ბებია, ამიტომ ნოტების სწორად წარმოთქმაც არ გასჭირვებია, უფრო მეტიც, ექვსი წლის ასაკში პირველად დადგა სცენაზე.

სტუდენტობის პერიოდში გეპეის ორკესტრსა და ანსამბლ „თეატრონში“ მღეროდა, ოდნავ მოგვიანებით კი, იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ ანსამბლ „ვია 75-ში“ აღმოჩნდა. განსაკუთრებული ემოციით იხსენებს, თუ როგორ დაურეკა ალექსანდრე ბასილაიამ და მასთან მისვლა სთხოვა: “ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, სიხარულით დავფრინავდი, დიდი ოჯახივით ვიყავით, ეს ჩემთვის ოქროს პერიოდი გახლდათ“. 

ერთ-ერთი საერთაშორისო დონის კონკურსი, რომელშიც შემსრულებელი მონაწილეობას იღებდა, „იურმალა“ გახლდათ, შესარჩევი ტური საქართველში გაიარა, ეს ის პერიოდია, როცა ქვეყნიდან ორი წარმომადგენელი, სოსო პავლიაშვილი და თავად თემურ თათარაშვილიც გაემგზავრნენ. ორივე მათგანი გრამპრითა და ლაურეატის წოდებით დაბრუნდა. 

ბოლო ათი წელი მოგეხსენებათ მოსკოვში ცხოვრობდა: “ეს პერიოდი ჩემთვის მარტივი არ ყოფილა, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე წამოვედი“. რუსეთში ფლობდა რესტორანს, სადაც ბევრ ქართველ მომღერალს თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსაც აძლევდა. 

შემსრულებელი მამა და ბაბუა გახლავთ, ამბობს, რომ მკაცრი მამაა, მიაჩნია, რომ თუ ადამიანი რაიმეს არასწორად აკეთებს, აუცილებლად უნდა მიუთითო და რჩევაც მისცე. 

კიდევ ერთი გრანდიოზული შეხვედრა თბილისში მსმენელთან, სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, შემსრულებელს კონცერტის დასრულებისთანავე ვარსკვლავიც გაუხსნეს: „ემოციური შეხვედრა იყო, განსაკუთრებით, როცა კონცერტი დავიწყე და პირველი ორი სიმღერა შევასრულე, ძალიან ბედნიერი ვიყავი". ამბობს, რომ თავისი გამოსვლებით იშვითადაა კმაყოფილი, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა ემოციების შეკავება გაუჭირდა. 

გადაცემის ბოლო ნაწილში თემურ თათარაშვილის ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა, კომპოზიციის სახელწოდება „გული ადამიანობს“ გახლავთ, კომპოზიციის, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი ახალგაზრდა კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი გახლავთ: “როცა ეს სიმღერა მოვისმინე, მაშინვ მივხვდი, რომ უნდა შემესრულებინა, გადავიღეთ ვიდეო რგოლი, რომლის ავტორიც ზურა ციციშვილი გახლავთ, რომელიც ავტობიოგრაფიული და საინტერესო გამო
ვიდა“. 

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, სულ მალე ის კიდევ ერთ ახალ სიმღერას შემოგვთავაზებს, რომელიც ამავე კომპოზიტორის შექმნილია. 

ასევე უახლოეს პერიოდში პატარა „ივერიის“ წევრები: ნუგზარ კვაშალი, მანანა თოდაძე, ვახტანგ ტატიშვილი და თავად თემურ თათადაშვილი ერთგულ მსმენელებს კიდევ ერთხელ კონცერტის სახით, მათ უკვდავ ჰიტებს გაახსენებენ. 

გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ მომავალ ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდის“
ეთერში დაბრუნდება. 

მარიამ ნებიერიძე. 

რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი.




გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00