დახურვა
დახურვა
ქეთი გომართელისა და ლექს-სენის ახალი სიმღერის პრემიერა
ქეთი გომართელმა და ლექსს-სენმა ახალი სადებიუტო დუეტი, ბარ-რესტორან „ლუქსორში“ მიწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. ნამუშევრის სახელწოდება „გესმოდეს“ გახლავთ, რომელსაც, წლების წინ, ლექს-სენი თიკო სადუნიშვილთან ერთად ასრულებდა. 

სიმღერის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი, მათ რადიო „დარდიმანდს“ სიმღერის 
შექმნისა და მოლოდინების შესახებ უამბეს. 

ქეთი, როგორ მოხდა თქვენი და ლექს-სენის დაკავშირება და ამ სიმღერის ახლებურად შექმნის იდეა ვის ეკუთვნის?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს სიმღერა თავის დროზეც ძალიან პოპულარული იყო, მსმენელს ყოველთვის სიამოვნებდა მისი მოსმენა, რაც შეეხება ლექსოს დათანხმებას, შევხვდი და საუბარში აღმოჩნდა, რომ მასაც უნდოდა ერთობლივი ნამუშევრის შექმნა. ასე დავიწყეთ კომპოზიციაზე მუშაობა და ახლა უკვე ხალხმა უნდა შეაფასოს.

ლექსო, შედეგით როგორი კმაყოფილი ხარ? 

მე მართლა ძალიან მომწონს, ეს საფხულის ჰიტი გახდება, ენერგიული და სასიამოვნო მოსასმენია, სიმღერის ტემპი ოდნავ დაჩქარებულია და მეტად საუცხოო ელფერსაც მატებს. 

როგორც სოლო შემსრულებელს სამომავლო გეგმებიც გექნება.

ვცდილობ, მუშაობის ტემპი არ ჩავაგდო, ვგეგმავ ახალ კონცერტებსაც, რომლის შესახებ უახლოეს პერიოდში გაიგებს ჩემი მსმენელი. 

როგორც ჩანს, მომღერალი ქეთი გომართელი აქტიურად დაუბრუნდა ქართულ შოუ-ბიზნესს, სულ რამდენიმე კვირის წინ ჯგუფ „სახეს“ სიმღერის „როგორ მინდა მოგეფერო“-ს ახლებული ვერსია შემოგვთავაზა და როგორც „დარდიმანდთან“ ინტერვიუში აღნიშნა გაჩერებას არ აპირევბს. 

სიმღერის პრემიერას დიდი ოვაციებიც მოჰყვა, ღონისძიებას საზოგადოებისთივის ცნობილი სახეები და მომღერლები ესწრებოდნენ, საღამო კი ნიკოლოზ ხაჩიძეს მიყავდა. 

მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი 



გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00