დახურვა
დახურვა
ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა
ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლები კონო-თეატრ „ამირანში“ 19 ივნის ერთი მიზეზით შეიკრიბნენ. 

ყველასთვის საყვარელმა შემსრულებელმა, ანრი ჯოხაძემ მისი ბოლო ნამუშევარი კოლეგებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს წარუდგინა. 

„მე და შენ“ ასე ქვია სიმღერას, რომელსაც მომღერლის ერთგული მსმენელი ელოდა. როგორც გაირკვა კომპოზიცია, წლების წინ, ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის დედამ, ლილი შაველაშვილმა დაწერა. გარდაცვლილი დედის სიმღერაზე ნოემ, კლიპის ჩვენებამდე, თავადაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებული იყო, ანრის ტემბრს კომპოზიცია განსაკუთრებულად მოუხდებოდა. 

ჩვენებამ განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა, რის შემდეგაც რადიო „დარდიმანდი“  ანრი ჯოხაძეს გაესაუბრა.

ანრი, საკმაოდ ემოციური სიმღერა და ვიდეორგოლია, ვის ეკუთვნის კლიპის სიუჟეტის იდეა? 

ვფიქრობ, სიმღერის შესაფერისი ვიდეო რგოლია, ემოციური და გულშიჩამწვდომი, კლიპის რეჟიუსურაზე თავად ვიმუშავე, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო იმ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს მადლობა, ვინც გვერდძე დამიდგა და დღეს დიდი შრომის შედეგიც ვნახეთ. სასიამოვნო მომენტი ისაა,  რომ კლიპში მონაწილე მსახიობები ყველანი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები არიან, მადლობა ყველას. 

შემსრულებელი კოლეგებმა და მეგობრებმაც შეაფასეს:

„ანრი უდავოთ ნიჭიერი შემსრულებელია, ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული, შეიძლება ითქვას, რომ ცრემლი მომადგა, მომნუსხა კლიპმაც, რომელიც სიმღერაზე არა ნაკლებ ემოციურია“ - ვაჟა აზარაშვილი.

„მე ვიტყოდი, რომ ანრი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია, ძალიან ღრმა ემოციები გააღვიძა ჩემში, ანრის უნიკალურ ხმაზე კი აღარაფერს ვამბობ, ძალიან კარგი ნამუშევარია“ - სოფო ნიჟარაძე. 

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, ეს იყო ძალიან კარგი ნამუშევარი, ეტყობოდა, რომ დიდი შრომა იყო ჩადებული“ - დათუნა მგელაძე.

კლიპი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღეში განთავსდება .

მარიამ ნებიერიძე.

რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი.
გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00