დახურვა
დახურვა
ნინო ჩხეიძის ახალი სიმღერის პრემიერა

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ მსმენელს კიდევ ერთი ახალი სიმღერა შესთავაზა. 

სიმღერა სახელწოდებით, "გელინო", რომლის არანჟირებაც ბექა ნიკოლაიშვილს ეკუთვნის, ხოლო ე.წ Back ვოკალი გელა დონაძის შესრულებულია, რადიო "დარდიმანდის" პირდაპირ ეთერში  დღეს გაპრემიერდა. 

როგორც შემსრულებელმა აღნიშნა, "გელინოს" პრემიერა გაცილებით ადრე იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გადაიდო. მომღერალმა მალევე გადაწყვიტა კომპოზიციისთვის ჩვენი დროის უახლესი ისტორიის პოლიტიკური რეჩიტატივები გამოეყენებინა.
"გელინოს" დასაწყისშივე ისმის იმ დროინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ხმა, კომპოზიციის დასასრულს კი ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი ცნობილი ინტერვიუს ნაწყვეტია გამოყენებული. 

სიმღერის მოსმენისთანავე დარწმუნდებით, რომ "გელინო" პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებულია, ახალ კომპოზიციას, ნინო ჩხეიძემ აღნიშნული სიტყვები დაურთო: „ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში ჩემთვის უდიდესი საგანძურია, საკუთარი ოჯახის მერე. ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო და ყველაფერი ქართული, მე ვარ მათი მიმდევარი, მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში. ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს აზროვნებაში, მივხვდი რომ მნიშვნრლობა იმას კი არ აქვს ვინ ვართ, მნიშვნელოვანია რას ვქმნით და რას ვუტოვებთ ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს და სრულიად კაცობრიობას. მე ჩემს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, გაბრწყინებასა და წარმატებას ყველა სფეროში. მინდა, კიდევ ერთი ლამაზი სიმღერა გაჩუქოთ და გისურვოთ ყველაფერი პოზიტიური, რაც ცოცხლობს ჩვენს სამყაროში“ .

მარიამ ნებიერიძე.

რადიო "დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00