დახურვა
დახურვა
ჯგუფი „სახე“ 24 აგვისტოს კონცერტს გამართავს
ჯგუფი „სახე“ ოცი წლის იუბილეს 24 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს. ჯგუფის წევრების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე შოუს ორგანიზატორებმა მოსალოდნელი სიახლე დაანონსეს.

გრანდიოზული შოუ-პერფორმანსი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ პროქტ- „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართება. აღნიშნული საღამოსთვის შემსრულებლები მსმენელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან, ცნობილი გახდა ისიც, რომ მათ გარდა მაყურებელი სცენაზე „სახეს“ ახალ წევრებსაც იხილავს.

„მსმენელს წინ საოცარი შოუ ელოდება, ყველაფერი ახალი იქნება, შესრულდება ჩვენი ძველი, ხალხისთვის საყვარელი ჰიტები, დაუკრავს "სახეს" ახალი ბენდიც, სრულ მზადყოფნაში ვართ და ველოდებით 24 აგვისტოს“ - აღნიშნა რადიო „დარდიმანდთან“ საუბარში ჯგუფის ერთ-ერთმა სოლისტმა დათო ფორჩხიძემ.

ბილეთების შეძენა მსურველებს TKT.Ge - ზე უკვე შეუძლიათ. 


მარიამ ნებიერიძე 

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00