ქუჩის ბიჭები ახალ კლიპს იღებენ
„ქუჩის ბიჭები“ სულ მალე თაყვანისმცემლებს ახალ კლიპს შესთაზებს. ახალი ვიდეო რგოლისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, გადაღებები ზაფხულში ბათუმსა და გონიოში მიმდინარეობდა.
ახალი კლიპისა და სიმღერის პრემიერა შემოდგომაზე შედგება, როგორც რადიო“დარდიმანთან“ საუბარში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ზურა ხაჩიძემ ისაუბრა, სიმღერის ტექსი „ქუჩის ბიჭებს“ ეკუთვნის, რომელზეც სიმღერა გელა გნოლიძემ შექმნა.
„კლიპის გადაღებები ახლაც მიმდინარეობს, ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევარი გამოვა, რაც მთავარია, ვიდეო რგოლიც და სიმღერაც ენეგიული, მხიარული და სასიამოვნო მოსასმენია, ბათუმში კიდევ რამდენიმე მიზანსცენა გვავქს გადასაღები და ყველაფერი მზად იქნება“ - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.
თუ როგორ შეაფასებს მსმენელი „ქუჩის ბიჭების“ ახალ ნამუშევარს, ამას სულ მალე გავიგებთ.
მარიამ ნებიერიძე
რადიო დარდიმანდი . 2018 წელი