ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლის იუბილეს კონცერტებით აღნიშნავს
10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით “Check in Georgia”-ს ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ რეგიონალურ ტურნეს გამართავს.
14 სექტემბერს ანსამბლი „რუსთავი“ ქუთაისს, 15 სექტემბერს კი ბათუმს ეწვევა, ტურნე 20 სექტემბერს საჩხერეში დასრულდება.
თბილისში გრანდიოზული კონცერტის გამართვას ანსამბლი დეკემბრის ბოლოს გეგმავს.
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს 50 წლის განმავლობაში ხუთასამდე კონცერტი აქვთ ჩატარებული, მათი ორიგინალური ხალხური შემოქმედება ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა.