დახურვა
დახურვა
ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი გადაიღო
კინოთეატრ „ამირანში“ ანრი ჯოხაძის ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. 

კომპოზიცია ნიკო გომელაურის ლექსზე „ჩემ ქალაქში ყველაფერი მოსულა“ დაიწერა. ვიდეო რგოლში ცნობილმა მომღერლებმა, მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ორმოცამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

როგორც ანრი ჯოხაძემ რადიო „დარდიმანდთან“ საუბარში აღნიშნა, გადაღება ოთხი წლის წინ დაიწყო და დღეს პირველად, დასრულებული სახით, წარუდგინა მეგობრებს: „ნიკოს ლექსზე შემექმნა სიმღერა - ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, ოთხი წლის წინ, როცა ნიკოს მეუღლეს, ნინას, გავანდე ჩემი იდეა, სიხარულით დამთანხმდა, ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, მაგრამ, მგონი, აქ დამსწრე საზოგადოებას მოეწონა და ბედნიერი ვარ“. 

პრეზენტაციას ესწრებოდა ნიკო გომელაურის მეუღლეც - ნინა ჩოდრიშვილიც: “იშვიათად მომწონს ახლანდელი კლიპები, მაგრამ ანრი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ვამაყობ, რომ ნიკოს ლექსზე შექმნილია სიმღერა, რომელსაც ერთ-ერთი ნიჭიერი ადამიანი ასრულებს ანრის სახით".

ნამუშევარი ანრის მეგობრებმაც შეაფასეს, კლიპში ნუკი კოშკელიშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც ამერიკიდან სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და მეუღლესთან ერთად საღამოს დაესწრო : „პირველად მომიწია ანრისთან გადაღებებზე მუშაობა და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი - ის  საოცრად ნიჭიერი ადამიანია".

როგორც ჩანს მომღერალი მთელ დროს მის შემოქმედებას უთმობს, შემსრულებელმა რამდენიმე თვის წინაც ახალი ნამუშევარი წარადგინა სახელწოდებით „მე და შენ“.

ახალი კლიპი კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. 

მარიამ ნებიერიძე

რადიო დარდიმანდი . 2018 წელი.

გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00