დახურვა
დახურვა
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ ოსკარზე საქართველოს სახელით წარსდგება

ეროვნული კონოცენტრის გადაწყვეტილებით, ოსკარზე  საქართველოს რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ წარადგენს.

„ნამეს“ პირველ ჩვენებას, სულ ცოტა ხნის წინ, ფილმის გადამღები ჯგუფი დაესწრო, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა  კითხვები დაესვათ ფილმის ავტორებისთვის.

დისკუსიას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი უძღვებოდა.

მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე წარმატებით შედგა.

ნამე გოგონაა, რომელიც მამასთან და ორ ძმასთან ერთად სამხრეთ-დასავლეთის მთიან სოფელში ცხოვრობს.

როგორც რეჟისორმა რადიო”დარდიმანდთან” საუბარში აღნიშნა, ის აჭარის მთებში გაიზარდა, მის ბავშვობაში არსებობდა ლეგენდა მკითხავ ქალზე, რომელიც თანასოფლელებს მკურნალობდა, მას შემდეგ, რაც მას მამაკაცი შეუყვარდა, მაგიურ საქმიანობას თავი დაანება, სწორედ ეს საინტერესო ამბავი გახდა ზაზა ხალვაშის  შთაგონების წყაროც.

ფილმმა ასევე მოიარა შან ხაის, ესპანეთისა და შვედეთის კინოფესტივალებიც.


„ ეს არის ფილმი მედიტაცია, ალეგორიული ხასითის, ძველი ქართული მითოლოგიის თანამედროვე წარსდგენა, მთავარი როლის შემსრულებელი მარისკა დიასამიძეა, გოგონა,რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი, როცა ფილმის სცენარი  გადავუგზავნე, შეხვედრა ვთხოვე და როგორც კი ვნახე,მივხვდი- ნამეს როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა”-აღნიშნა ზაზა ხალვაშმა.

ჩვენ კი ერთად დაველოდოთ ოსკარის ცერემონიალს, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება და  ვნახოთ, როგორ შეაფასებს მსოფლიო კინოინდუსტრია „ნამეს“ , გოგონას, რომელმაც სიყვარულის გამო თავის საქმიანობაზე აური თქვა.

ეჟისორ ზაზა ხალვაშს ეკუთვნის ფილმები: “მიზერერე”, ჟამი, რომლებიც საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი გახდა, ასევე ტელესერიალი “მგლების ხორუმი”, ზაზა ხალვაშის ფილმები  ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.



მარიამ ნებიერიძე

რადიო „დარდიმანდი“ . 2018 წელი.



გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00