დახურვა
დახურვა
ნუცა ბუზალაძე სადებიუტო ალბომზე მუშაობს

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაიწყო.


რადიო “დარდიმანდთან” საუბარში მომღერალმა აღნიშნა,რომ  ალბომში დაახლოებით თორმეტი სიმღერა შევა: “ ამ სიმღერების ნაკრებიდან ექვსი ჩემი დაწერილია, დანარჩენები , ჩემთვის საყვარელმა კომპოზიტორებმა, რუსა მორჩილაძემ და მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერეს, ალბომში ასევე იხილავთ იმ სიმღერას, რომელიც “ევროვიზიის” შესარჩევ ტურზე შევასრულე.”


-ნუცა, როდისთვის იგეგმება ალბომის პრეზენტაცია?


ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ, ვცდილობ, ახალწლამდე მოვასწრო, სულ სტუდიაში ვარ და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ.


- შენი შემოქმედებიდან,ალბომის გამოსვლამდე, თუ მოვისმენთ ახალ სიმღერას?


დიახ, ჩემს თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ექნებათ ალბომის პრეზენტაციამდეორი  ახალი სიმღერა მოისმინონ და შემიფასონ.


ნუცა ბუზალაძის სადებიუტო ნაშრომში ქართულ სიმღერებთან ერთად ინგლისურენოვანი კომპოზიციებიც შევა.


მარიამ ნებიერიძე

რადიო “დარდიმანდი”. 2018 წელი.


გამოკითხვა
რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ქალაქურ მუსიკას
ფოლკლორულ მუსიკას
საესტრადო მუსიკას
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00
ქალაქური თერაპია
ქალაქური
      თერაპია
სამშაბათი 18:00
შესანიშნავი შვიდეული
შესანიშნავი
      შვიდეული
ხუთშაბათი 18:00
მარილი გემოვნებით
მარილი
      გემოვნებით
ოთხშაბათი 19:00