ანსამბლმა „რუსთავმა“
50 წლის იუბილე იაპონიაში საგასტროლო ტურნეთი აღნიშნა.
მოცეკვავეების სრული
შემადგენლობა ათასობით სტუმრის წინაშე ქართული საცეკვაო ნომრებით წარსდგა.
ანსამბლმა ტურნე
12 ოქტომბერს დაიწყო და უკვე ათამდე კონცერტი ანშლაგით ჩაატარა, მათ ერთ-ერთ
კონცერტს ტოკიოში 43 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა. საღამოს დაწყებამდე კი,
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს შესახებ ფილმი ენახა.
ტურნეს დარსულებამდე
ანსამბლი „რუსთავი“, ხელმძღვანელ ნუგზარ ერქომაიშვილთან ერთად,იაპონიის 25 ქალაქში კონცერტების სერიას აგრძელებს.